Author Archives: admin

ევროკავშირის ენერგეტიკული კრიზისი: ბრიუსელი უკიდურეს ზომებს იღებს

ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ უპრეცედენტო ვითარებაში, ევროკავშირს მოუწევს უპრეცედენტო ზომების მიღება. ეს ფრაზა უკვე რამდენიმე დღეა მეორდება ბრიუსელში. ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი თანხმდება, რომ ახლა დისკუსიის დრო არ არის – გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. პრობლემები, რომელთა გადაჭრას ჩვეულებრივ ერთზე მეტი საკანონმდებლო პერიოდი დასჭირდება, ევროკავშირს მოუწევს რამდენიმე დღეში გადაჭრას, უკიდურეს შემთხვევაში – კვირაში: ენერგიის ფასები ასტრონომიულია, ზამთარი კი ახლოვდება და სოციალური ზეწოლა ...

Read More »

აზერბაიჯანთან ერთად, ისრაელიც მზადაა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაზრდელად

ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. „ჩვენ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ...

Read More »

ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება – რაფაელ დე გროსი

ბევრს აფიქრებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დაინტერესებულია, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონა შეიქმნას. გასულ უქმეებზე კონტროლირებად ვითარებაში 6 რეაქტორიდან უკანასკნელიც გამორთეს. ბოლო ცნობებით, ისინი ცდილობენ, შეთანხმდნენ ენერგიის გარე, მთავარი წყაროს აღდგენის საკითხზე. თუმცა, გროსის თქმით, ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი რუსების ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას, აამაღლებს ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთს უფრო მდგრადად და უსაფრთხოდ დაუკავშირდება. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ორი ქვეყნის საზღვარზე დასრულებული მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტი – ე.წ. ორჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დისპეტჩერული დასახელებით „გარდაბანი-1“ და „გარდაბანი-2“ დაათვალიერა. „მინისტრის მოადგილეს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სს საქრუსენერგოს გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა. ახალი გადამცემი ...

Read More »

გერმანიამ დიზელზე უარი თქვა და მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა

გერმანიამ, მსოფლიოში პირველმა მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა და დიზელზე უარი თქვა. მატარებელს საწვავის შევსების გარეშე 1 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. საწვავის ელემენტებში, რომელიც ინახება მატარებლის სახურავზე, წყალბადი შერწყმულია ჟანგბადთან, რათა გამოიმუშავოს ენერგია. „ჩვენ აღარ ვიყიდით დიზელის მატარებლებს, რათა უფრო მეტი გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დიზელის მატარებლები მომავალში ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იქნება“, – განაცხადა გერმანიის რეგიონული სარკინიგზო ოპერატორის, ...

Read More »

The Economist – არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის ქვეყნები გაკოტრებამდე მიჰყავს

უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა გაკოტრდნენ თუ მათი ხელმძღვანელები ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მცდარ ზომებს მიიღებენ. ასეთ პროგნოზს The Economist წერს. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის შეწყვეტის შემდეგ, მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. თუკი ასეთი სიტუაცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები ელექტროენერგიასა და გაზზე 1,4 ტრილიონ ევროს მიაღწევს. კორპორაცია Morgan Stanley-ის მონაცემებით კი, ეს შვიდჯერ მეტია ბოლო ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არალეთის, კვერნაულის, ერწოს, იფნევის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, ქვიშხეთის და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, ჩარგლის, რატევანის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

ახალი ბირთვული შეთანხმება: რა ხდება ირანის გარშემო?

ირანთან ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა) პირველად 2015 წელს გაფორმდა. აშშ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ერთად, ირანს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ მძიმე ეკონომიკური სანქციების მოხსნას დაჰპირდა. შეთანხმების საფუძველზე, ირანმა შეამცირა ბირთვული წარმოება, გადააკეთა საწარმოები და გაეროს სადამკვირვებლო მისიას რეგულარული მონიტორინგის უფლება მისცა. სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებამ ირანს დამატებით ათობით მილიარდი დოლარის ნავთობშემოსავლები და, ასევე, დასავლური ქვეყნების მიერ გაყინულ აქტივებზე წვდომა დაუბრუნა. 2018 წელს ტრამპმა აშშ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 12 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.84  (+  3.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.79  (+  3.25)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს წელს 30 პროცენტით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაზრდის, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე, უკრაინაში კრემლის შეჭრის პირობებში. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, წელს, რვა თვის განმავლობაში, ბაქომ “ევროპას მიაწოდა 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი”. “ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს ...

Read More »