Author Archives: admin

Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

იაპონია რუსულ გაზზე უარს არ იტყვის

იაპონური კორპორაციის Mitsui O.S.K-ის ხელმძღვანელი, ტაკეში ჰაშიმოტოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას გაუჭირდება მთლიანად უარი თქვას გაზის რუსეთიდან შესყიდვაზე. მას მიაჩნია, რომ მიზეზი იაპონია ში ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარებაა, წერს Financial Times. მისი თქმით, Mitsui O.S.K. გააგრძელებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირებას რუსეთიდან, როგორც ეს იყო დაგეგმილი, შეფერხებების გარეშე. კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ენერგიის წარმოუდგენლად მაღალი ფასების გამო, ...

Read More »
ტანაპ

თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, – განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის ...

Read More »

Vitol: საწვავზე ფასების ზრდა მოთხოვნის განადგურებას იწვევს

ნავთობის უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრის თქმით, საწვავის ღირებულების გლობალური ზრდა მოთხოვნას მძიმე ტვირთად აწვება. Vitol Group-ის აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ მიულერმა განაცხადა, რომ მომხმარებლები ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით დაზარალდებიან. რაფინირებული საწვავის ფასებმა აშშ-ში წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ფასები გაიზარდა სხვა ქვეყნებშიც, რამაც ინფლაციის ზრდას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. გადამუშავებული საწვავი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ნავთობი, რომელმაც თითქმის 45%-იანი ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ბაგების სატყეო უბნის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ჩიქვანაიას, ბაღნარის, შუშის, სკოლის, მანაგაძის, ...

Read More »
რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

ივნისში საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გავიდა – 350 მლნ კვტსთ

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით ელექტროენერგიის ოპერატიული ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 350,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია (54,67 მლნ კვტსთ სომხეთში და 295,43 მლნ კვტსთ თურქეთში), რაც თვიურად ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობისთვის რეკორდულია 1992 წლიდან დღემდე პერიოდისთვის. ივნისის ექსპორტზე გატანილი ელeქტროენერგიის მოცულობა 2011 წლის ივნისის ...

Read More »

იტალიაში, რუსული გაზის გარეშე, მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ

რუსეთიდან იტალიაში გაზის მიწოდება 15%-ით შემცირდა და თუ ის მთლიანად შეჩერდება, ქვეყანას რთული ზამთარი ელის, – განაცხადა იტალიის გარემოსდაცვითი გარდაქმნების მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა ტელეარხ SkyTg24-თან ინტერვიუში. „თუ მოსკოვი გათიშავს გაზს, ზამთარი შეიძლება რთული იყოს”, – თქვა მან. მინისტრმ ამჟამად მთავარ ამოცანად ზამთრისთვის გაზის მიწოდების გარანტიები დაასახელა, როდესაც სწორედ აღნიშნულ პერიოდში იქნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მოხმარების პიკი. მისივე თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გამო, რუსეთიდან მიწოდება ...

Read More »

აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს

აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება  OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, – წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს პუტინის ბრძანებულებით ნავთობისა და გაზის ერთობლივი პროექტის სხვა უწყებისთვის გადაცემის შემდეგ

იაპონიის მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „მისი ინტერესები დაცული უნდა იყოს,“ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოსცა ბრძანებულება რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და გაზის პროექტის საქმიანობის რუსეთის სხვა სტრუქტურისთვის გადაცემის შესახებ. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოქმედი პროექტის, „სახალინ-2-ის“ კონტროლის შესახებ ბრძანებულებას პუტინმა ხელი მოაწერა ერთი დღით ადრე და ის შეიძლება ახალი სახიფათო პრეცედენტი იყოს უცხოელ ინვესტორებთან მოსკოვის დამოკიდებულებაში. იაპონიის ...

Read More »

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის ...

Read More »

გერმანია Nord Stream 2 მილსადენის თხევადი ბუნებრივი აირისთვის გამოყენებას განიხილავს

გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ს ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის სისტემის ექსპროპრიაციასა და დანარჩენი ნაწილისგან გათიშვას გეგმავს. გერმანიის მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთი სამართლებრივ გზას მიმართავს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადი ეტაპობრივად მცირდება, რის გამოც გერმანია, ენერგოდეფიციტის რისკების გათვალისწინებით, ...

Read More »