აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება.
„ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, – წერს შაჰბაზოვი.
„OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და წარმატებით დაასრულა თავისი ისტორიული მისია“, – წერს აზერბაიჯანული მედია.