იტალიაში, რუსული გაზის გარეშე, მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ

რუსეთიდან იტალიაში გაზის მიწოდება 15%-ით შემცირდა და თუ ის მთლიანად შეჩერდება, ქვეყანას რთული ზამთარი ელის, – განაცხადა იტალიის გარემოსდაცვითი გარდაქმნების მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა ტელეარხ SkyTg24-თან ინტერვიუში.

„თუ მოსკოვი გათიშავს გაზს, ზამთარი შეიძლება რთული იყოს”, – თქვა მან.

მინისტრმ ამჟამად მთავარ ამოცანად ზამთრისთვის გაზის მიწოდების გარანტიები დაასახელა, როდესაც სწორედ აღნიშნულ პერიოდში იქნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მოხმარების პიკი.

მისივე თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გამო, რუსეთიდან მიწოდება უკვე შემცირდა, ხოლო Nord Stream-ის ოპერირების დროებით შეჩერებამ შესაძლოა სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს.

ეს კი ნიშნავს კიდევ უფრო ნაკლებ გაზს და ფასები გაიზრდება, რადგან გაზის ბაზარი სპეკულაციურია და დაიწყება შემდგომი რბოლა დაზოგვისთვის”, – განაცხადა ჩინგოლანმა.

იტალიის მთავრობამ უკვე გამოყო 30 მილიარდი ევრო გაზის ფასების სუბსიდირებისთვის.  ქვეყანაში გაზსაცავები  60%-ით არის დატვირთული და იგეგმება მისი 90%-მდე აწევა.

ჩინგოლანიმ თქვა ისიც, რომ იტალია გაზის მიწოდების თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რადგან რომმა შესყიდვის წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინა „რამდენიმე კვირაში”.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply