რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

ივნისში საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გავიდა – 350 მლნ კვტსთ

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით ელექტროენერგიის ოპერატიული ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 350,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია (54,67 მლნ კვტსთ სომხეთში და 295,43 მლნ კვტსთ თურქეთში), რაც თვიურად ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობისთვის რეკორდულია 1992 წლიდან დღემდე პერიოდისთვის.

ივნისის ექსპორტზე გატანილი ელeქტროენერგიის მოცულობა 2011 წლის ივნისის რეკორდულ მაჩვენებლს 71,58 მლნ კვტსთ-ით ანუ 25,3%-ით აღემატება

სულ მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტზე გატანილია 622,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშან 6 თვეში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობას 83,2%-ით აღემატება, შარშან წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობას კი 59,1%-ით.

ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს არ განხორციელებულა.

სულ წლის დასაწყისიდან იმპორტით შემოტანილია 1 174,1 მლნ კვტსთ ელეტროენერგია, ექვსი თვის უარყოფითი სალდო 551,9 მლნ კვტსთ-ს შეადგენს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply