Author Archives: admin

უკრაინა: უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევისას რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს

რუსული საოკუპაციო ჯარები დონეცკის რეგიონში უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება. ასევე სასტიკი ბრძოლებია ტროტა – სემიგორიეს დასახლებების მიმართულებით, რომელიც თბოსადგურის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ რეზიუმეში. “ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ჩვენი ჯარები ბერესტოვოეს, ბელოგოროვსკის, ნოვაია კამენკას, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევის, მაისკის და ნიუ-იორკთან ახლოს, გარდა ამისა, რუსეთმა საჰაერო დარტყმა მიაყენა ბახმუტს. მნიშვნელოვანი ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

„სიმენსმა“ „გაზპრომს“კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის შეკეთებას, მოვლასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს

კომპანია „სიმენსმა“ რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის შეკეთებას, მოვლასა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ახლა, იმისათვის, რომ „სიმენსმა“ ტურბინა რუსეთში შეიტანოს, „გაზპრომმა“ უნდა შეცვალოს დანადგარის მიწოდების საფუძველი კანადიდან რუსეთის ფედერაციაში საბოლოო დანიშნულებამდე. თუ მხარეები წარმატებით გაცვლიან დოკუმენტებს, დანადგარის ტრანსპორტირება შესაძლოა, უახლოეს დღეებში განხორციელდეს. ტურბინის დაბრუნებაზე კანადის თავდაპირველი უარის გამო, „გაზპრომმა“ 14 ივნისს „ჩრდილოეთ ნაკადის“ ...

Read More »

ევროკომისია: ევროპას სურს შეწყვიტოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2027 წლისთვის

ევროკავშირმა უკვე უნდა შეამციროს რუსული გაზის მოხმარება, რათა მომავალი წლის მარტისთვის დანაზოგი იყოს 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი), განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში. მან რუსეთს გაზის ექსპორტის არასანდო პარტნიორი უწოდა. „ჩვენი მთავარი მიზანი რჩება ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებისგან სრული დამოუკიდებლობა არაუგვიანეს 2027 წლისა“, – განაცხადა მან. ევროკავშირი აპირებს 300 მილიარდი ევროს ინვესტირებას პროექტებში გაზის ...

Read More »

„თელასი“ 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,481 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,9% (121 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. „აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-ივნისთან ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის, ხივინის, ახალუბნის, თამაზ მუჯირიშვილის, გუმბრის, კაიშაურის, კვალეთის, ოძისის, რაზიკაშვილის, საინგილოს, სამრეკლოს და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, – ნათქვამია კლუგეს განცხადებაში.

Read More »

Hyundai-მ ახალი ელექტრომობილი Ioniq 6 წარადგინა

გასულ კვირას სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი, დახვეწილი დიზაინის მქონე ელექტრომობილი, Ioniq 6 წარადგინა. აღნიშნული სედანი Ioniq-სერიის ყველაზე თანამედროვე ვერსიაა. Hyundai პირველი ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, ავტომოყვარულთა ყურადღება Ioniq 6-ის ვიზუალმა მიიპყრო. ელექტრომობილის დიზაინი აეროდინამიკურობით გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Ioniq 5 გაყიდვაში შარშან ჩაეშვა. Hyundai შეერთებულ შტატებში Tesla-ს შემდეგ ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდის. კომპანიის განცხადებით, Ioniq 6-ის წარმოება სამხრეთკორეულ ...

Read More »

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარე როუდბალი ადიდდა და მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქალაქის ხელმძღვანელის, იუსეფ კარეგარის თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Read More »

ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი რათა შეავსოს გაზის დეფიციტი

ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი, რათა დააკომპენსიროს რუსული გაზის უკმარისობით გამოწვეული ენერგიის სიმწირე. ამისთვის კი მზად არის უფრო მეტად „ბინძური“ ენერგეტიკული რესურსები აამოქმედოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავის შეწყვეტის საფრთხემ შესაძლოა, სამრეწველო ემისიების და ნახშირორჟანგის გაფრქვევაზე კონტროლის შემსუბუქება გამოიწვიოს. ევროკომისიის გეგმა, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს, ითვალისწინებს ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად გაზის ჩანაცვლებას საწვავის სხვა სახეობით, ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ ...

Read More »