„თელასი“ 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,481 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,9% (121 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.

„აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 3,3%-ით (22,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 714,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 644,3 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 70,4 ათასი – იურიდიური პირი.

2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 498 კმ შეადგინა, რაც 4,6%-ით (283 კმ-ით) აღემატება 2021 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 215 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply