Author Archives: admin

ევროკავშირის ემბარგოს გამო რუსული ნავთობის ექსპორტი წლიურ მინიმუმამდე დაეცა

2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის შესახებ Bloomberg-ის მონიტორინგის ქვეშ მყოფი გემების მოძრაობის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო ავრცელებს. რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება დღეში 117 000 ბარელით შემცირდა და ოთხი კვირის განმავლობაში დღიურად 2 615 მილიონი ბარელი შეადგინა. მართალია, რუსული „ტრანსნეფტი“ იუწყება, რომ გასული წლის დეკემბერში შავი და წყნარი ოკეანის ზღვების პორტებიდან ...

Read More »

თებერვალში სტამბულში გაზის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. დონმეზის სიტყვებით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა. მისივე სიტყვებით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება.

Read More »

ევროპის გაზის კრიზისი შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Cornwall Insight-ის წამყვანი ანალიტიკოსის მეთიუ ჩადვიკის პროგნოზით გაზის მაღალი ფასები ევროპაში მინიმუმ 2030 წლამდე შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. „გაზის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება მინიმუმ 2030 წლამდე“, – ნათქვამია სტატიაში. ანალიტიკოსის აზრით, ბაზარს დრო სჭირდება, რათა მოერგოს ევროპაში მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკის ცვლილებას. თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სავარაუდო მიწოდებაც კი შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და რიგი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკაის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, დავით კაკაბაძის, ესენინის, წუწუნავას, სააკაძის, პეტრიწის, ნიკო ფიროსმანის, თენგიზ ჩანტლაძის, გოკიელის, ვაჟა ბანეთიშვილის, კოსტავას, ამირანაშვილის, კაკაბეთის, ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,9 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,99 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ზელენსკი: ნორვეგია მზად არის უკრაინას გაზი მიაწოდოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნორვეგია მზადაა უკრაინას ზამთრისთვის საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა  მიმართვაში განაცხადა. „მადლობა ნორვეგიას ძალიან გონივრული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ასევე ეხება შეიარაღებულ მხარდაჭერას. ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც ისტორიული გახდეს ევროპის დაცვაში“, – აცხადებს ზელენსკი. პრეზიდენტმა დასძინა, რომ გადაწყვეტილება ასევე ეხება უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერას. „მადლობას ვუხდი ნორვეგიას მზადყოფნისთვის, დაეხმაროს უკრაინას ამ ზამთარს საჭირო ...

Read More »

თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა. „წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება”, – განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც ...

Read More »

უკრაინელების 70%-ზე მეტი ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის

ახალი კვლევის თანახმად, დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის მოქალაქეების 74% ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის. „სექტემბერში გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახები მეტ-ნაკლებად მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის, მხოლოდ 24% მიიჩნევს თავს სრულად მომზადებულად, ხოლო 47% ამბობს, რომ გარკვეული მომზადება კიდევ საჭიროა“, – ვკითხულობთ კვლევაში. დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის. კვლევის ...

Read More »

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე $750-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 733 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »