უკრაინელების 70%-ზე მეტი ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის

ახალი კვლევის თანახმად, დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის მოქალაქეების 74% ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის.

„სექტემბერში გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახები მეტ-ნაკლებად მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის, მხოლოდ 24% მიიჩნევს თავს სრულად მომზადებულად, ხოლო 47% ამბობს, რომ გარკვეული მომზადება კიდევ საჭიროა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის.

კვლევის შედეგების მიხედვით, იმ რესპონდენტთა ნაწილი, ვინც ოჯახებს მოუმზადებლად მიიჩნევდა, სექტემბერში 24%, ხოლო დეკემბერში – 21% იყო.

წყარო: pia.ge

Leave a Reply