Author Archives: admin

ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება. ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობების ფონზე, სრულად განდევნონ რუსეთის ფედერაცია ევროპის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრიდან. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემის The Independent-ის ახალ მასალაშია ნათქვამი. გამოცემა მოჰყავს ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის მიერ Refinitiv-ის გადაზიდვის მონაცემების ახალ ანალიზი. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გაზარდეს ევროპის სამმა მთავარმა ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი ჰესებზე: არასწორია, როცა მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეებს ვუყურებთ

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ენერგოდამოკიდებულება რომ შეამციროს, მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა. “გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ ჩვენს ქვეყანას, განვითარება და თვითკმარობა სჭირდება, რადგან არ ვიყოთ უმწეოდ დამოკიდებული ვინმეზე, მეზობელზე, მტერი იქნება, თუ მოყვარე. სრული დამოუკიდებლობა ვერ გვექნება, მაგრამ რისკები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ”, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას. მისი თქმით, ჰესების მშენებლობის დროს მხოლოდ გარემოსდაცვით ფაქტორებზე არ უნდა გამახვილდეს ყურადღება. “არასწორია, ...

Read More »

ავსტრალიის შტატი წყალბადის წარმოების დასაჩქარებლად კანონების შემოღებას გეგმავს

სამხრეთ ავსტრალიის მთავრობამ, წყალბადის წარმოების დაჩქარების მიზნით, ახალი კანონმდებლობის შემუშავება დააანონსა. ახალი კანონმდებლობა შტატში წყალბადის წარმოების ლიცენზირებასა და დარეგულირებას უზრუნველყოფს. წყალბადის ახალი კანონმდებლობა სამხრეთ ავსტრალიაში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული მრეწველობისთვის არსებული ლიცენზირების წესდების მსგავსია. შემუშავებული კანონმდებლობა, წყალბადის წარმოების პროექტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის, მთავრობაში ერთიანი წვდომის პუნქტს უზრუნველყოფს. წესდება ყველა ფორმის, მათ შორის განახლებადი ენერგიისგან ნაწარმოებ მწვანე და მეთანისა და ...

Read More »

რევაზ ვაშაკიძე: ბიზნესისთვის გაზის გადასახადი სამომხმარებლოზე ძვირი არ უნდა იყოს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“   კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში  კომერციული და ფიზიკური პირებისთვის არსებული ტარიფები განსხვავებული არ იქნება. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გაზის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი გათანაბრებულია, რუსეთში კი პირიქითაა, ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე ნაკლებს იხდიან. „ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია, საბოლოო ჯამში ...

Read More »

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ...

Read More »

ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური ...

Read More »

„ახლა ჩვენ გვაქვს ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის კრიზისი ერთდროულად“ – ფატიჰ ბიროლი

ენერგეტიკის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისისკენ მიდის, რომელიც გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს 1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისის ნავთობის კრიზისებს. ამჯერად, ეს არ არის მხოლოდ ნავთობი. „ახლა ჩვენ გვაქვს ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის კრიზისი ერთდროულად“, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა. – „ეს ენერგეტიკული კრიზისი გაცილებით დიდია, ვიდრე 1970-იან და 1980-იანი ...

Read More »

ნინო თანდილაშვილმა სტოკჰოლმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა შვედეთის სამეფოში, ქ. სტოკჰოლმში საერთაშორისო კონფერენციაზე „სტოკჰოლმი+50, ჯანმრთელი პლანეტა საყოველთაო კეთილდღეობისთვის – ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი შესაძლებლობა“ საქართველოს სახელით გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

რუსული გაზი – ევროპის გადაულახავი ბარიერი

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

WEG: საქართველო შეღავათიან ფასად მიღებს გატარებული გაზის 5%-ს

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის ახალი გეგმის (REPower EU) მიხედვით, რუსულ საწვავზე კრიტიკული დამოკიდებულება 2030 წელზე ადრე უნდა მოიხსნას. ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით“. ევროკავშირში იმპორტირებული რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხში აზერბაიჯანის როლიც ...

Read More »