“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის ახალი გეგმის (REPower EU) მიხედვით, რუსულ საწვავზე კრიტიკული დამოკიდებულება 2030 წელზე ადრე უნდა მოიხსნას. ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით“.
ევროკავშირში იმპორტირებული რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხში აზერბაიჯანის როლიც იკვეთება. აზერბაიჯანის გაზი ევროპას სამხრეთის გაზის კორიდორის საშუალებით მიეწოდება. ეს კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიურ მილსადენს (SCP), ტრანსანატოლიურ მილსადენსა (TANAP) და ტრანს ადრიატიკულ მილსადენს (TAP). მისი მარშრუტი (SCP) საქართველოზეც გადის. გატარებული მოცულობების გაზრდა ნიშნავს, რომ გაიზრდება საქართველოს მიერ შეღავათიან ფასად მიღებული გაზის მოცულობაც. საქართველო შეღავათიან ფასად მიღებს გატარებული გაზის 5%-ს.
იხილეთ კვლევა სრულად: https://bit.ly/38Zwgkx