სამხრეთ ავსტრალიის მთავრობამ, წყალბადის წარმოების დაჩქარების მიზნით, ახალი კანონმდებლობის შემუშავება დააანონსა. ახალი კანონმდებლობა შტატში წყალბადის წარმოების ლიცენზირებასა და დარეგულირებას უზრუნველყოფს.
წყალბადის ახალი კანონმდებლობა სამხრეთ ავსტრალიაში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული მრეწველობისთვის არსებული ლიცენზირების წესდების მსგავსია. შემუშავებული კანონმდებლობა, წყალბადის წარმოების პროექტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის, მთავრობაში ერთიანი წვდომის პუნქტს უზრუნველყოფს. წესდება ყველა ფორმის, მათ შორის განახლებადი ენერგიისგან ნაწარმოებ მწვანე და მეთანისა და ნახშირბადის დაჭერის შერევით დამზადებულ ლურჯ წყალბადს შეეხება.
წყალბადის განვითარება ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკოსების ორივე მხარე უჭერს მხარს. შტატის ლეიბორისტულმა მთავრობამ მისი ახალი წყალბადის ნაგებობის მშენებლობისთვის პროექტებისა და მიწოდების კონცეფციის უზრუნველყოფა მოითხოვა.
სამხრეთი ავსტრალია, რომლის ენერგიის 60%-ზე მეტს ქარისა და მზისგან გამომუშავებული ენერგია შეადგენს, 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის წილის 100%-მდე გაზრდას და მსოფლიოში სუფთა წყალბადის მაღალი დონის მიმწოდებლად ქცევას გეგმავს.
წყარო: forbes.ge