თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს,- ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დღის და ღამის ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, თუმცა – „ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის“. ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიაზე დღის და ...
Read More »Author Archives: admin
სემეკმა საჯარო სხდომაზე მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხები განიხილა
სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებს. კომისიამ ასევე განიხილა საკითხები შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „აკრიანი 2006“-ის და სს „საჩხერეგაზზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს “გაზტრანს სერვისის” საკითხთან დაკავშირებით, ...
Read More »გიორგი აბრამიშვილი: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად $600 მლნ დაგვიჯდება
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაეზრდება. ასოციაციის გათვლებით, მზარდი მოხმარების პარალელურად, 2030 წლისთვის საქართველოს ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტი 600 მლნ დოლარი დაუჯდება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, არსებობს რისკი, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, საქართველოს ელექტროენერგია გაუძვირონ. „ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ...
Read More »გოლეთიანი: თუ ენკა დაბრუნდება გამოდის, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პოპულიზმი
რიონის ხეობის მცველების წარმომადგენელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ენკა ნამახვანში დაბრუნდება ეს იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმი დაგეგმა. აღნიშნულის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა “მეტრონომს” განუცხადა. “როდესაც გამჟღავნდა რომ “ენკა” ტოვებდა პოზიციას რაღაცნაირად ჩაითვალა და საზოგადოებამ ჩათვალა რომ ეს ყველაფერი დამთავრა, მაგრამ ჩვენ ასე არ ჩაგვითვლია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ პროტესტს, დღემდე ვერ ვხედავთ რომ ტექნიკა გავიდა იქ კემპინგიც ადგილზეა, ამიტომ ...
Read More »შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორრთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.24 (+ 0,96) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79.01 (+ 0,65) დოლარი/ბარელზე.
Read More »დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის და დიმიტროვის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...
Read More »აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებას ზრდის
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) 704,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 585,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 118,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. ააღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. რაც შეეხება წინა საანგარიშო თვეს, სექტემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვებამ 586,2 ათასი ბარელი შეადგინა. OPEC + მინისტრების მე-20 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის ...
Read More »გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,003 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,71 მილიონი ბარელით და შეადგინა 211,996 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 0,82 მილიონი ბარელით და შეადგინა 123,685 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ...
Read More »ვლადიმერ ფესენკო: რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას, რაც ახლა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და შავ ზღვაზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ
უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა. – ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში. ყარაბაღის მეორე ომის ...
Read More »ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 174 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა
მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა Botas International Limited (BIL) ჯეიჰანის ტერმინალიდან 174,220 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაგზავნა. მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან: bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor ...
Read More »