სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებს.
კომისიამ ასევე განიხილა საკითხები შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „აკრიანი 2006“-ის და სს „საჩხერეგაზზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს “გაზტრანს სერვისის” საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 17 დეკემბერი. ხოლო გადაწყვეტილების გამოცემის საბოლოო ვადად – 2022 წლის 26 იანვარი. შპს “აკრიანი 2006”-სთან დაკავშირებით, კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 17 დეკემბერი. ხოლო გადაწყვეტილების გამოცემის საბოლოო ვადად – 2022 წლის 18 თებერვალი. რაც შეეხება შპს “საჩხერეგაზსს”, კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 17 დეკემბერი. ხოლო გადაწყვეტილების გამოცემის საბოლოო ვადად – 2022 წლის 11 თებერვალი.
კომისიამ იმსჯელა „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის დადგენილების გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 17 დეკემბერი. ხოლო გადაწყვეტილების გამოცემის საბოლოო ვადად – 2022 წლის 18 თებერვალი.
სხდომაზე განიხილეს საკითხი ,,განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.