Author Archives: admin

საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

გაზის მაღალი ტარიფი უკრაინულ ბიზნესს ახრჩობს

როდესაც ადამიანები სახლებში არიან – ისინი არიან მოსახლეობა, როდესაც მიდიან სამსახურში – მცირე და საშუალო კომპანიებში, რესტორნებში, საცხობებში, კაფეებში – იურიდიული პირები ხდებიან. ალბათ უკრაინის მთავრობისთვის საინტერესო ახალი ამბავია იქნება, რომ ზამთარში ყოველ ადამიანს სახლშიც და სამსახურშიც სითბოში ყოფნა სურს. თუმცა, მას ეს ალბათ არ აინტერესებს, რადგანაც რიგითი ადამიანი, რომელიც სამსახურში მოდის, სხვანაირად უნდა თბებოდეს. თუ სახლში მას 1 მ/კბ ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.88  (+ 0,18)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.87 (+  0,14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის რამდენიმე რაიონს დღს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდგორის, გოგიშვილის, სარაჯიშვილის, ემხვარის, კვანტალიანის და გოძიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამრეკელის, ლომონოსოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გელოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,34%-ით, 0.26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 76. 50 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დაცულ ტერიტორიებზე პატრულირების SMART პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე პატრულირების SMART პროგრამის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, SMART-ოფიცრის ტრენინგი უკვე გაიარა 12 ადმინისტრაციის – ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ალგეთის, ყაზბეგის, ვაშლოვანის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიების 30-მდე თანამშრომელმა. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა ...

Read More »

ატლანტის ოკეანის გასწვრივ წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი ფრენას განახორციელებს

ატლანტის ოკეანის გასწვრივ, ნულოვანი ნახშირბადის ფრენების განსახორციელებლად, თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი იქმნება. FlyZero რანფილდში, ბედფორდშირში მთავრობის მიერ  მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ATI) ხელმძღვანელობს. FlyZero-ს თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი 279 მგზავრზეა გათვლილი და იგივე სიჩქარით მოძრაობს, როგორითაც დღევანდელი ავიახაზები. პროექტის დირექტორმა ახალ თვითმფრინავს უკვე უწოდა „ავიაციის ახალი გარიჟრაჟი“. იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი ლონდონიდან სან-ფრანცისკოში გაჩერების გარეშე გაფრინდება, ან ლონდონიდან ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

2030 წლისთვის ნავთობის მსოფლიო მოპოვება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოუწოდა ენერგეტიკულ კომპანიებსა და ინვესტორებს, იგნორირება მოგაუკეთონ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილების ნაკლებობის შესახებ ინფორმაციებს და განაგრძონ ინვესტიციების განხორციელება. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის მსოფლიო ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა 30%-ით შემცირდეს წიაღისეული საწვავში ინვესტიციების შემცირების გამო. ასეთ პროგნოზს აკეთებს საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი პრინცი ა.ბენ სალმანი. ბინ სალმანი მიიჩნევს, რომ არასაკმარისმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს ენერგეტიკული ...

Read More »

ევროპაში გაზის ღირებულებამ 1500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის ღირებულება ერთ დღეში 12,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 525 აშშ დოლარს მიაღწია. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 504 აშშ დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივ აირზე ფასები  რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო კონფლიქტის გამწვავების, “ნორდ სტრიმ 2-ის” გაზსადენის შეჩერებისა და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ...

Read More »
ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

ენერგეტიკის განვითარების ყველა გზა ჩიხში შევიდა

ენერგოსექტორის განვითარებაში დიდი კრიზისი და შეფერხებაა. უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის მწვავე პროტესტია. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას აზრით, მოსახლეობას მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, რა გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები არ აშენდება. საუბარია, როგორც ჰიდრო, ისე მზის და ქარის ენერგიების ათვისებაზე. „მოსახლეობის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დონორებთან დაგვჭირდება მუშაობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რათა რაც შეიძლება მეტი ...

Read More »

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ხვალ, 16 დეკემბერს 11:00 საათზე მედიაცენტრში „მთავარი“ კომპანია „თელმიკო“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მისი წარმომადგენლები რამდენიმე საკითხს შეეხებიან: ელექტროენერგიის გადასახადის თარიღის ცვლილება საშეღავათო პერიოდის დაწესებას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის გარდამავალ პერიოდს დეკემბერში მის: ერწოს ქუჩა 11 საკონტაქტო: ნინო ბენდელიანი – 595 110 500

Read More »