ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

2030 წლისთვის ნავთობის მსოფლიო მოპოვება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოუწოდა ენერგეტიკულ კომპანიებსა და ინვესტორებს, იგნორირება მოგაუკეთონ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილების ნაკლებობის შესახებ ინფორმაციებს და განაგრძონ ინვესტიციების განხორციელება. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.

მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის მსოფლიო ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა 30%-ით შემცირდეს წიაღისეული საწვავში ინვესტიციების შემცირების გამო. ასეთ პროგნოზს აკეთებს საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი პრინცი ა.ბენ სალმანი.

ბინ სალმანი მიიჩნევს, რომ არასაკმარისმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს ენერგეტიკული კრიზისი ინდუსტრიაში.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა შესაძლოა შემცირდეს 30 მილიონი ბარელით 2030 წლისთვის.

მან მოუწოდა ენერგეტიკულ კომპანიებსა და ინვესტორებს, დააიგნორონ შიშისმომგვრელი ცნობები ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილების ნაკლებობის შესახებ.

საუდის არაბეთი, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, შედის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აგრძელებენ მილიარდობით დოლარის ინვესტირებას მოპოვების ზრდაში, მიუხედავად ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდისა.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) მოუწოდა წიაღისეულ საწვავში ახალი ინვესტიციების შეწყვეტისკენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში გლობალური ხარჯები ნავთობისა და გაზის სექტორის პროექტებზე დაეცა 30%-ით 309 მილიარდ დოლარამდე 2020 წელს და მხოლოდ მცირედით აღდგა 2021 წელს.

Leave a Reply