ევროპაში გაზის ღირებულებამ 1500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის ღირებულება ერთ დღეში 12,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 525 აშშ დოლარს მიაღწია.

ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 504 აშშ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივ აირზე ფასები  რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო კონფლიქტის გამწვავების, “ნორდ სტრიმ 2-ის” გაზსადენის შეჩერებისა და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის ფონზე მიაღწია, რამაც შეიძლება  მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს.

 

Leave a Reply