Author Archives: admin

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაზის გაძვირებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა The Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ იმპორტის აკრძალვას დემოკრატების 88% და რესპუბლიკელების 77% ემხრობა. 4-7 მარტს ჩატარებულ კვლევაში 529 ადამიანი მონაწილეობდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

შვედეთის სასამართლომ უარყო „გაზპრომის“ სარჩელი

შვედეთის საოლქო სასამართლომ უარყო რუსეთის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „გაზპრომ ექსპორტის“ სარჩელი პოლონური კომპანიის წინააღმდეგ. კომპანიებმა გაასაჩივრეს სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება პოლონეთის კორპორაცია PGNiG-სთან დავის თაობაზე, რაც პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტის პირობებს ეხებოდა. ამას პოლონური კომპანია იტყობინება. პოლონეთისთვის „იამალ – ევროპის“ მილსადენით გაზის მიწოდების თაობაზე სასამართლო დავა 2015 წლიდან გრძელდება. მაშინ PGNiG-მ სტოკჰოლმში საარბიტრაჟო საქმე აღძრა და „გაზპრომისგან“ მოითხოვა, გადაეხედა 1996 წელს ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საქართველოს მიზანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მისი თქმით, მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ – არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება

ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბუნებრივი აირისგან თავის დაღწევის მცდელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქციაა. გეგმა რამდენიმე ნაბიჯს ასახავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების ნებართვების დაჩქარება და მზის პანელების დამატება და ენერგოეფექტური გაუმჯობესებები სახლებსა ...

Read More »

მასკის: ევროპა ბირთვული ენერგიის გამოყენებას უნდა დაუბრუნდეს

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა განაახლოს თავისი “მიძინებული ატომური ელექტროსადგურები”. მან ამაზე ტვიტერით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის კრიზისის ფონზე ერთადერთი სწორი არჩევანია. მასკის ტვიტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული მოთხოვნილების 20 პროცენტს აკმაყოფილებს.

Read More »

ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა. „ახლახან დადასტურდა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდება აშშ-ს რუსეთის ნავთობისა და გაზის ბოიკოტირებაში. ჩვეულებისამებრ, აშშ მარტო დარჩება, რითაც ევროპა ისარგებლებს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილში უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევა არ შეინიშნება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილში უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევა არ შეინიშნება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა მხარემ ბირთვულ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ორგანიზაცია საქმის კურსში ჩააყენა. სააგენტოს დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ეს არღვევს უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს უწყვეტად უზრუნველყოფის შესახებ. „ამ შემთხვევაში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ვერ ხედავს უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

კულება: 48 საათში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხის წინაშე დავდგებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ თუ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დენის მიწოდება არ აღდგება, გენერატორი 48 საათში შეწყვეტს მუშაობას და რადიაციის გაჟონვის საფრთხე შეიქმნება: “სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი ...

Read More »

უნგრეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, – ამის შესახებ აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვგმობთ რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას და ვგმობთ ომს, თუმცა არ დავუშვებთ, რომ უნგრულ ოჯახებს ამ ომის საფასური გადაახდევინონ. სანქციები არ უნდა გავრცელდეს ნავთობისა და გაზის სფეროებზე“, – აცხადებს ორბანი. ორბანის თქმით, რუსეთის ენერგოსექტორზე ...

Read More »

დევიდ მაკკალისტერი: უნდა ვიმუშაოთ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ამას პოლიტიკურ იარაღად იყენებს

სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა. მაკკალისტერის თქმით, ევროპის ენერგოპოლიტიკამ ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, უნდა იმუშაონ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ენერგოიმპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. „სანქციების პაკეტები შევიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ის უპრეცედენტოა; მსგავსი სიმკაცრის სანქციები ევროკავშირს არასდროს დაუმტკიცებია. ეს სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. ეს არის ...

Read More »