Author Archives: admin

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

ალბანეთს გაზიფიკაციის პროცესი €4 მილიარდი დაუჯდება

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შექმნილი გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ალბანეთი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე მუშაობს. ენერგოდივერსიფიკაციის გეგმის ფარგლებში, ალბანეთს ბუნებრივი აირისა და ქარის ენერგიის დანერგვა დაახლოებით €4 მილიარდი დაუჯდება. სამრეწველო საქმიანობის კომისიის განცხადებით, ბუნებრივი აირის ეფექტიანად განაწილების მისაღწევად, ქვეყანაში სულ ექვი ახალი პროექტის განხორციელებაა საჭირო. ამ პროექტებში იონია-ადრიატიკის მილსადენის გაფართოება და ვლორის თბოელექტროსადგურის განვითარებაც შედის. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობით პროექტების ...

Read More »

2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლური სანქციების გამო, 2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტებიდან მოიპოვა. Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს რუსული ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, 433,8 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც 2003 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამ წელს რუსეთმა 421 მლნ ტონა ნავთობი პოიპოვა. ამასთან, წარმოების შემცირების ეს მასშტაბი 1990 წლის შემდეგ ყველაზე ...

Read More »
მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომის გამო, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა 2024 წლამდეა მოსალოდნელი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო სურსათსა და ენერგომატარებლებზე უფრო მაღალი ფასების წინაშე აღმოჩნდება, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს ზომიერი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციასთან ერთად. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბანკმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში 1973 წლიდან მოყოლებული ენერგორესურსებზე ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც 2008 წლიდან საკვებისა და სასუქების ფასების ...

Read More »

უკრაინის ეროვნულ ენერგოკომპანიას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

უკრაინის ეროვნულ ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული სტატუსი „უკრენერგოს“ საშუალებას მისცემს, შეუერთდეს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა საერთაშორისო ასოციაციას. როგორც დამკვირვებელი წევრი, უკრაინული ოპერატორი შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს ENTSO-E-ის კონტინენტური ევროპის რეგიონული ჯგუფის შეხვედრებში. კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ შეუერთდნენ ENTSO-E-ს სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებაზე, ბალანსირებაზე, სერვისებზე, მონაცემთა ელექტრონულ ...

Read More »

ზელენსკი: რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო მისი გამოყენებით

“რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით. მსოფლიოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს კატასტროფისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.

Read More »

მორავიეცკი: გაზის შეწყვეტა პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ამისთვის ვემზადებოდით

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო რუსეთი პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა. პოლონეთის პარლამენტის სეიმში გამოსვლისას, მორავიეცკიმ კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება. “ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე […] მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით”. – ამბობს მორავიეცკი. პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ...

Read More »

პოლიტიკურ იარაღად გამოყენებული გაზი – ბულგარეთი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს

მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა რუბლებში რუსული გაზის შეძენის შესახებ უარი განაცხადეს, რუსულმა მხარემ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება მყისიერად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, მას უკვე სრულად გადაიხადა აპრილში, გაზის მიწოდების საფასური, ბულგარეთი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს. „ამჟამად ბუნებრივი აირი მიმდინარე ომში კიდევ უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი“, – განაცხადა ბულგარეთის ...

Read More »

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს. გუშინ, 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს. “რუსეთი ცდილობს ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის დარღვევას”, — ამბობს ის. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი რუსეთის საბოლოო მიზანი დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა. “რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ...

Read More »

გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმაზე მაღალია

ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმალურ ზღვარს აღემატება, – ამის შესახებ გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობს. სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის შეჭრის შემდეგ, “არანორმალურია”. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მიერ ობიექტის ერთკვირიანი ოკუპაცია იყო “ძალიან, ძალიან საშიში”.

Read More »

პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები – სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს. „სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ...

Read More »