ზელენსკი: რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო მისი გამოყენებით

“რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით. მსოფლიოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს კატასტროფისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.

Leave a Reply