მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა რუბლებში რუსული გაზის შეძენის შესახებ უარი განაცხადეს, რუსულმა მხარემ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება მყისიერად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.
ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, მას უკვე სრულად გადაიხადა აპრილში, გაზის მიწოდების საფასური, ბულგარეთი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ამჟამად ბუნებრივი აირი მიმდინარე ომში კიდევ უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი“, – განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნიკოლოვმა და დასძინა, რომ ბულგარეთი მიჰყვება ევროკავშირის პოზიციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის რუბლით გადახდაზე უარი უნდა თქვან.