Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,17%-ით, 0,15 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

პროგრამული უზრუნველყოფის საკომუნიკაციო პრობლემის გამო Tesla აშშ-ში 12 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla აშშ-ში 12 000 ელექტრომობილს უკან გამოიწვევს. კომპანია გამოიხმობს 2017 წლის შემდეგ წარმოებულ ელექტრომობილებს, რომელთაც პროგრამულ უზრუნველყოფაში საკომუნიკაციო პრობლემა წარმოექმნათ და შეცდომით შეჯახების საფრთხეს აღიქვამდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ავარიულ მუხრუჭს ააქტიურებდნენ. Tesla-ს განცხადებით, 11 704 Model S-ის, X-ისა და Y-ის უკან გამოხმობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ 23 ოქტომბერს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ...

Read More »

მოლდოვა რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

ევროპაში ენერგოკრიზისის ფონზე გაუჭირდათ მოლდოვაშიც, სადაც გაზს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. რამდენიმე კვირიანი ენერგოკრიზისის შემდეგ მოლდოვამ და რუსეთმა გაზის მიწოდებაზე შეთანხმება მოახერხეს. მოლდოვამ ამ ეტაპზე შეძლო გაზის არსებულ საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად შესყიდვა და, როგორც ჩანს, ამ ზამთარს სიცივეში დარჩენა აღარ ემუქრება. პარალელურად, კიშინიოვი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს. რა მოხდა: 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, მოლდოვის მთავრობა და რუსული ენერგოგიგანტი – „გაზპრომი“ გაზის მიწოდების ...

Read More »

აშშ OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაცია მუშაობს OPEC +-თან ნავთობის მიწოდების გასაზრდელად და მუშაობს ანტიმონოპოლიურ ხელისუფლებასთან ფასების ზრდის შესაჩერებლად. ”ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ფედერალურ კომისიას უკანონო ფასწარმოქმნის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ერთობლივად ვმოქმედებთ OPEC +-ის ქვეყნებთან და სტრუქტურებთან მიწოდების გაზრდის თემაზე,” -ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. აშშ-ში ბენზინის ფასმა 2014 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დემოკრატი სენატორების ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში მცირედით დარეგულირდა და 840 დოლარზე დაბლა დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის ბოლოს 11,6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 838,4 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. კრიზისის დაწყებამდე, ენერგეტიკულ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში მილიონებს აღწევდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პოლიტიკა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის პროექტის წარდგენიდან 10 წელი გავიდა. პროექტის წარდგენისას არსებული დადებითი განწყობა კი მოსკოვის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა რადიკალურად შეცვალა. პროექტის მეორე ნაწილის ამოქმედების შედეგად მოსკოვისათვის შესაძლებელი გახდება ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. ბუნებრივი აირის ფასი იმატებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დადებული პირობა ევროპისათვის ბუნებრივი ...

Read More »

ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტების ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CoinMarketCap-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 68,530.34 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეთერიუმის ფასი 4,837.59 აშშ დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

რუსულ გაზში მოლდოვა ორჯერ მეტს გადაიხდის

მოლდოვაში გაზის შიდა ტარიფი გაორმაგდება და მისი ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 235-დან 537 დოლარამდე იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო. დროებით გაზრდილი ფასების პერიოდში 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავით მოლდოვას რუსულ-მოლდოვური კომპანია „მოლდოვაგაზი“ მოამარაგებს. ტარიფის გაანგარიშებისას საფუძვლად დაედო გაზის მომდევნო 14 თვისთვის საპროგნოზო ფასები, ტრანსპორტირებისა და განაწილების ხარჯები. მოლდოვას გრძელვადიანი კონტრაქტი “გაზპრომთან”, რომელიც 2006 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

“2022 წლიდან CO-ს ნორმების გამკაცრებას სწორი ადმინისტრირება სჭირდება”

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე დროულსა და მისასალმებელს უწოდებს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციების 2022 წლიდან ამოქმედებას. „საკმაოდ კარგი რეფორმაა, თუ ეს რეალურად განხორციელდა, თუმცა, ამასაც ბევრი წახნაგი აქვს. თუ რაღაც შემოვიღეთ და შემდგე ვერ მოვახდინეთ მისი ადმინისტრირება, ეს უარესია. ზოგადად, ახლა რა მეორადი ავტომობილებიც შემოდის ქვეყანაში, მაგ სტანდარტს ყველა აკმაყოფილებს, უბრალოდ, აქ ხდება კატალიზატორების ქურდობა, გაცვლა, ამას სწორი ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

Gazprom: რუსული გაზით ევროკავშირის საცავები მიმდინარე თვიდან შეივსება

Gazprom-ი ევროპის 5 საცავის გაზით მომარაგებას ნოემბრიდან დაიწყებს და ამით შეასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირობას. ორი კვირის წინ პუტინმა დაავალა ექსპორტიორს, 8 ნოემბრიდან ფოკუსირება მოეხდინა საკუთარი მარაგების შევსებაზე. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “დადგენილია მოცულობა და გაზის ტრანსპორტირების მარშრუტები”. ევროპული გაზის ფასი მიმდინარე წელს სამჯერ გაიზარდა, რადგან რუსეთმა მიწოდება ზღუდა და თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთებმა აზიაში გადაინაცვლა. შედეგად, ზამთრის სეზონის ...

Read More »