Author Archives: admin

ავსტრალია უკრაინას 70 000 ტონა ქვანახშირს უფასოდ მიაწვდის

ავსტრალია ითვალისწინებს უკრაინის მთავრობის მიმართვას უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მინიმუმ 70 000 ტონა თერმულ ქვანახშირს გამოყოფს, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო. ავსტრალიის მთავრობამ ქვანახშირის ამ რაოდენობით მოსაგროვებლად ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებთან შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და მნიშვნელოვანიწვლილი შეიტანა უკრაინელი მომხმარებლების საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფაში, – განაცხადა გალუშჩენკომ. ავსტრალიის მთავრობა სრულად დაფარავს როგორც ქვანახშირის, ისე მისი მიწოდების ღირებულებას.

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

ანტირუსული სანქციების ფონზე, ბრიტანეთში ბენზინის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ანტირუსული სანქციების ფონზე, ბრიტანეთში ბენზინის ფასები კვლავ იზრდება. ამ მომენტისთვის მისი ღირებულება 1,67 ფუნტს (2,2 აშშ დოლარს) აღემატება ლიტრზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის სტატისტიკის ისტორიაში, იტყობინება The Independent ინდუსტრიის კვლევებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ დიზელი ახლა ლიტრზე მაქსიმუმ 1,79 ფუნტ სტერლინგად (2,35 აშშ დოლარი) იყიდება, რაც ასევე მაქსიმალური მაჩვენებელია. მიუხედავად მარტის დასაწყისში ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ღირებულების შემცირებისა, ექსპერტები ...

Read More »

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ დაიწყო

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განხორციელება დაიწყო. პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ითვალისწინებს წყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული პოლიტიკის, ახალი რეფორმების და ადგილობრივ დონეზე მათი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის, მიწათსარგებლობისა და ნარჩენების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო მონაცემებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. „ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ...

Read More »

საწვავის ფასმა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

საწვავის გაძვირების გამო საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დარგი დიდწილად სუბსიდირებული უნდა გახდეს, რათა ხალხს ხარჯი შეუმსუბუქდეს. როგორც აგროექსპერტი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა უნდა ჩაირთოს, მათ შორის, ვაუჩერის მექანიზმი და საწვავის სუბსიდირება, რის გარეშეც ხვნა-თესვით სამუშაოებს გლეხების უმეტესობა ვერ გაუმკლავდება. ,,საგაზაფხულო პერიოდი კარს მოგვადგა. სუბსიდირება ვაუჩერული სისტემის გამოყენება, ხვნა-თესვის პროგრამების ...

Read More »

ნიჟნი ნოვგოროდში ლუკოილის შვიდი საწვავის ტანკერი იწვის

ნიჟნი ნოვგოროდში, ქსტოვსკის რაიონში ლუკოილის ნავთობის საცავში შვიდი საწვავის ტანკერი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ლუკოილის სტრუქტურის ნავთობის საცავში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის 7 ტანკერს. თითოეული ტანკერი შეიცავს დაახლოებით 30 კუბურ მეტრ ნავთობპროდუქტს. ლუკოილის  პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ქსტოვოს ნავთობის საცავში გაჩნდა, როდესაც  საწვავის ტანკერი ივსებოდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა. მიმდებარე შენობებსა და ნაგებობებს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »

ჩერნობილის მახლობლად, ტყეში ხანძარია

უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ ტყესთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, გამოწვეულია საარტილერიო დაბომბვით ან განზრახ ცეცხლის წაკიდებით. მათივე ცნობით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ეს ზრდის შეშფოთებას, რომ რადიაციული კვამლი შეიძლება, გავრცელდეს.

Read More »

მსოფლიოს უამრავი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ნავთობის სიძვირის გამო, დიდი პრობლემების წინაშეა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საწვავის იმპორტი 14,9%-ით გაიზარდა. ცვლილება გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის ტენდენციით, ვინაიდან პანდემიური პერიოდის გამო ეკონომიკები დიდწილად შემცირებული იყო და შემდგომი პერიოდის ზრდა როგორც იმპორტზე, ასევე ნავთობპროდუქტების მოხმარებაზეც დადებითად აისახა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და გლობალური ბაზრები ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა. ახლა ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ...

Read More »

გერმანიამ კატართან თხევადი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია, აცხადებს ბერლინი. 20 მარტს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დოჰას ეწვია, სადაც კატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ას-სანისთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. გერმანული მხარე შესყიდული გაზის მოცულობის და ფასის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ჰაბეკის განცხადებით, გაზით მომარაგების დივერსიფიცირება გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „რუსული ბუნებრივი აირი შესაძლოა წელს ...

Read More »

დანია მწვანე წყალბადის ეკონომიკის განვითარებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს

დანია, განახლებადი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის მიზნით, ელექტროლიზის ექვს გიგავატამდე სიმძლავრის წარმოებას გეგმავს. ქვეყნის მიზანი წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლება და ენერგეტიკული უსაფრთოების გაძლიერებაა. დანიელი კანონმდებლები, ერთი ტენდერის საშუალებით, $184.83 მილიონის სუბსიდირებაზე შეთანხმდნენ, რაც მწვანე წყალბადის წარმოების მხარდაჭერასა და მისი კომერციული მოგებიანობის ზრდას ისახავს მიზანს. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისის პარალელურად, ქვეყანას ევროკავშირისგან სახელმწიფო დახმარების დაჩქარებულ ვადებში მიღების სურვილიც აქვს, რაც დანიას წიაღისეული ...

Read More »

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს

რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. ჩვენ ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი 100 %ით დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. „პოლიტიკური თვალსაზრისით ეჭვი არ არის, რომ რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. მსჯელობა დღეს გადავიდა ამ იდეის განხორციელების გზებზე. ერთ ღამეში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან 15 წლის ...

Read More »