Author Archives: admin

მესტიის მერია მოსახლეობას აფრთხილებს: “გამოვრთოთ მაინერები”

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ე.წ. მაინინგის პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართავს. იქვე ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკსაც აქვეყნებს.  შესაბამისი განცხადება მერიამ ფეისბუკზე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,3%-ით, 1,79 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 79,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ჯეკ დორსის თქმით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს

Twitter-ის თანადამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასი საერთო ჯამში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა. ამან თავის მხრივ გავლენა მოახდინა ეთერიუმზე, რომლის ფასმაც 20%-ით დაიკლო. ჯეკ დორსის განცხადების შემდეგ ბიტკოინი მალევე გაძვირდა და ბოლო დღეების ფასის კლების ტენდენცია შეიცვალა. ...

Read More »

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს. სათემო ფორუმში ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

უკრაინა გაზის მოპოვებას ზრდის

უკრაინა გაზის მოპოვების გაზრდისათვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს. ხარკოვის რეგიონში ჩერვონოდონეცკის გამაძლიერებელ კომპრესორულ სადგურზე ახალი აღჭურვილობა დამაგრდა.  აღჭურვილობის ახალი კომპლექსი გაზის წარმოებას დღეში დაახლოებით 250 ათასი კუბური მეტრით ზრდის. „დღეს ჩვენ გავხსენით ჩერვონოდონეცკის გამაძლიერებელი კომპრესორული სადგურის პირველი ეტაპი, რომელიც მოგვცემს დამატებით 100 მილიონი კუბური მეტრის მიღების საშუალებას.  ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და უკრაინელი მომხმარებლების გაზით საიმედო ...

Read More »

აშშ-დან თხევადი გაზის ტანკერების დაძვრის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა სავაჭრო დღის გახსნისთვის იკლო და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 478 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის ფასების მთლიანი კლება დღის დასაწყისიდან უკვე 27%-ზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ-მ ევროპისთვის თხევადი გაზის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე ...

Read More »

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება ირანთან მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას – განაცხადა ევროკავშირის კოორდინატორმა, ენრიკე მორამ. “ვენის მოლაპარაკება განახლდება ორშაბათს, 27 დეკემბერს. … ერთობლივი კომისია შეხვედრას გამართავს და სამომავლო კურსს დაადგენს”, – წერს მორა 23 დეკემბერს ტვიტერზე. აშშ მიმდინარე მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს ...

Read More »

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული ნავთობკომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრანსუა ფიონი დამოუკიდებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი 2021 წლის ივლისიდან არის ასევე კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. „სიბური“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიაა. ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

დედამიწა დედამიწისთვის – პლანეტის ენერგია შესაძლოა, სუფთა ენერგიის წყაროდ გამოიყენონ

ჩრდილოეთ ირლანდიაში ბიზნესისა და მეცნიერების წარმომადგენელთა კონსორციუმი შეიქმნა, რომელიც ენერგიის უწყვეტი წყაროს ინსტრუმენტად დედამიწის ენერგიის გამოყენებას განიხილავს. CNBC-ის ცნობით, კონსორციუმმა რეგიონში გეოთერმული ენერგიის პროექტები უნდა განავითაროს. კონსორციუმში, სახელწოდებით „Geothermal NI“, ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტი, განახლებადი ენერგიის, გეოთერმული ინჟინერიისა და საინჟინრო დიზაინის ბრიტანული კომპანიები შევიდნენ. გაერთიანება თავისი პირველი პროექტების დაწყებას 2022 წელს გეგმავს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ენერგიის უწყვეტი წყაროს პოვნაში ...

Read More »

EBRD-მა წელს $200 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა, პერსპექტივას ენერგეტიკაში ხედავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021-2026 წლების სტრატეგია წარადგინა, რომელიც კონკურენტუნარიანობაზე, ინკლუზიურობაზე, რეგიონულ და მწვანე განვითარებაზეა ორიენტირებული. EBRD-ის ინვესტიციები, ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან 4.53 მლრდ  ევროს შეადგენს 269 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში. ხოლო, ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის. როგორია ევრობანკის გეგმა მომდევნო ხუთ წელში და როგორ აფასებს საფინანსო ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებს –  “ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონალურმა ...

Read More »