საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

უკრაინა გაზის მოპოვებას ზრდის

უკრაინა გაზის მოპოვების გაზრდისათვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ხარკოვის რეგიონში ჩერვონოდონეცკის გამაძლიერებელ კომპრესორულ სადგურზე ახალი აღჭურვილობა დამაგრდა.  აღჭურვილობის ახალი კომპლექსი გაზის წარმოებას დღეში დაახლოებით 250 ათასი კუბური მეტრით ზრდის.

„დღეს ჩვენ გავხსენით ჩერვონოდონეცკის გამაძლიერებელი კომპრესორული სადგურის პირველი ეტაპი, რომელიც მოგვცემს დამატებით 100 მილიონი კუბური მეტრის მიღების საშუალებას.  ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და უკრაინელი მომხმარებლების გაზით საიმედო მიწოდებისთვის“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული სააქციო საზოგადოება “ნაფტოგაზის” გამგეობის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, უკრაინაში გაზის წარმოება შემცირდა.

წყარო: report.ge

Leave a Reply