რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

დედამიწა დედამიწისთვის – პლანეტის ენერგია შესაძლოა, სუფთა ენერგიის წყაროდ გამოიყენონ

ჩრდილოეთ ირლანდიაში ბიზნესისა და მეცნიერების წარმომადგენელთა კონსორციუმი შეიქმნა, რომელიც ენერგიის უწყვეტი წყაროს ინსტრუმენტად დედამიწის ენერგიის გამოყენებას განიხილავს. CNBC-ის ცნობით, კონსორციუმმა რეგიონში გეოთერმული ენერგიის პროექტები უნდა განავითაროს.

კონსორციუმში, სახელწოდებით „Geothermal NI“, ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტი, განახლებადი ენერგიის, გეოთერმული ინჟინერიისა და საინჟინრო დიზაინის ბრიტანული კომპანიები შევიდნენ. გაერთიანება თავისი პირველი პროექტების დაწყებას 2022 წელს გეგმავს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ენერგიის უწყვეტი წყაროს პოვნაში მათ სწორედ დედამიწის ენერგია დაეხმარება, რომელსაც სითბური გაზების მინიმალური გამონაბოლქვი ექნება.

„ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას მთელი რიგი ტექნოლოგიები დასჭირდება, ხოლო ამ ტექნოლოგიებთან ტანდემში, ჩრდილოეთ ირლანდიის გეოთერმული ენერგია პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,” – აცხადებს ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის მეცნიერი, დევიდ რუნი.

გეოთერმული ენერგეტიკის მომავლზე ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, კონსორციუმის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მათ ბევრი სამუშაო ექნებათ მაშინ, როცა საქმე სიმძლავრის გაფართოებამდე მივა.

წყარო: bpn

Leave a Reply