Author Archives: admin

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

შვედეთი გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ელექტროენერგიის მწარმოებლებს

შვედეთი გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რადგან რუსეის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპაში, შესაძლოა ფინანსურ სისტემაზე მძიმე ეფექტი იქონიოს — აღნიშნულის შესახებ Finanial Times-ი წერს.   მაგდალენა ანდერსონმა შაბათს თქვა, რომ მთავრობა ასობით მილიარდი კრონის დაფინანსებას შესთავაზებს ელექტროენერგიის მწარმოებლებს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ასევე განიხილავენ ნაბიჯების გადადგმას ბლოკის მასშტაბით ენერგეტიკული კომპანიებისთვის ლიკვიდობის ნაკლებობის შესამსუბუქებლად იტყობინება — წერს Financial Times-ი.  „გუშინდელი განცხადება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის „ომის ...

Read More »

რუსმა ჰაკერებმა იტალიის ენერგეტიკის სააგენტო გატეხეს

ჰაკერულმა დაჯგუფებამ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, იტალიის ენერგეტიკულ დარგზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. დაჯგუფება BlackCat-მა განაცხადა, რომ ქსელიდან 700 გიგაბაიტი მონაცემები გაიტანა, რომელიც იტალიის ენერგეტიკის სააგენტოს GSE-ს მიერ კონტროლდებოდა. ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გავრცელებით იმუქრებოდნენ, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. აღნიშნულ შეტყობინებას რამდენიმე შიდა საბუთის გამოსახულება ახლდა. რამდენიმე დღით ადრე GSE-მა გამოაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმის ...

Read More »

ალიევი: „აზერბაიჯანმა ევროპის ენერგეტიკული რუკის შეცვლა შეძლო“

იტალიაში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჩერნობიოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგია ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში რამდენიმე ეტაპად იყოფა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის განმავლობაში – 1994 წელს აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კასპიის ზღვაში თანამშრომლობისთვის წამყვანი გლობალური ენერგოკომპანიები მიიზიდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ იწყება აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდება ევროპის ბაზარზე, კერძოდ იტალიაში. ალიევმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება სანქციებთან არის დაკავშირებული

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ, კრემლის პრეს-სპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. „თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ მოხსენებით გამოვიდა

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. ჩვენ, პოლონეთის მთავრობისა და UNIDO – ს მხარდაჭერით, ვიწყებთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას მდგრადი ენერგეტიკის პროექტების განხორციელების გზით, მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ პროექტი გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში და მწვანე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ადგილობრივი ბაზრის ...

Read More »

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. “ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს”, – ნათქვამია ...

Read More »

ზელენსკიმ ევროპელები გააფრთხილა, რომ მათ რთული ზამთარი ელოდებათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყოს უკრაინის დახმარების შემდეგი ტრანში და რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალი პაკეტი დააწესოს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელები გააფრთხილა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის შემცირებული ექსპორტის გამო, მათ რთული ზამთარი ელოდებათ და დასძინა, რომ ის და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ „ნაბიჯებზე, რათა შეზღუდონ რუსეთის შემოსავლები ნავთობისა ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ავრცელებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგებიპარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ...

Read More »

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.

Read More »

ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს. აღნიშნულის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, ირანი შეძლებს, უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების უმეტესი ნაწილი. რა თქმა უნდა, ევროპას სჭირდება ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში“, – განაცხადა კანანიმ ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებმაც მისი თქმით, ირანს სთხოვეს ...

Read More »