Author Archives: admin

LUKOIL-მა შაჰ-დენიზის პროექტში წილი 19.9%-მდე გაზარდა

„ლუკოილმა“ შაჰ-დენიზის პროექტში წილი გაზარდა. კომპანიამ PETRONAS-თან მიღწეული გარიგების დახურვაზე განაცხდა. „ლუკოილმა“ 1.45 მლრდ დოლარად 9.99%-იანი წილი შეიძინა და აზერბაიჯანული საბადოს ათვისების პროექტში ახლა 19.9%-ს ფლობს. პროექტის პარტნიორები არიან bp – 29,99% , TPAO – 19%, SOCAR – 14,35%, NIC​O – 10% и SGC – 6,67%. შაჰ-დენიზის საბადოდან 2021 წელს დაახლოებით 23 მლრდ უბ. მეტრი გაზი და 4 მლნ ტონაზე ...

Read More »

იაპონელებმა წყალბადზე მომუშავე მატარებელი წარადგინეს

იაპონიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ JR East დღეს ოფიციალურად წარმოადგინა მატარებელი „ჰიბარი“, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ის ჟურნალისტებს კომპანიის ექსპერიმენტულ ბაზაზე ქალაქ კავასაკიში უჩვენეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს. მატარებლის ცდები მარტის მეორე ნახევრიდან იაპონიის დედაქალაქის ზონაში დაიწყება. მატარებლის ძრავი წყალბადისა და ჯანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც გროვდება სპეციალურ დიდი ტევადობის ელემენტებში. შედეგად ეს მატარებელი ემისიების სახით მხოლოდ გარემოსთვის უვნებელ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives ...

Read More »

ფონ დერ ლეიენი: ევროპა ზამთარში რუსული გაზის გარეშე კარგად იქნება

ევროპას ზამთარში გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტი “გაზპრომი” გაზის მიწოდებას “განზრახ ამცირებს”, ამის შესახებ შაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. “ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც, ჩვენ ამ ზამთარში უსაფრთხოდ ვართ. ამ დროისთვის ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის ჩანაცვლებას თხევადი ბუნებრივი აირით, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან მთელი მსოფლიოდან”, – აღნიშნა ლეიენმა. დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მიმდინარე ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია-პრემიერი

ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ...

Read More »

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ვენაში მოლაპარაკების ფონზე განაცხადა, რომ ირანს სურს ბირთვული ენერგია და არა – იარაღი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანს სჭირდება ბირთვული ენერგია და არა – იარაღი. ეს მან თქვა მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებაში გაჩენილი გარღვევის ნიშნების ფონზე. კომენტარებში, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაიცა 17 თებერვალს, შეურიგებელმა ხამენეიმ, რომელიც სრულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ირანში, განაცხადა, რომ თეირანმა “ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს” და რომ “ადრე თუ ...

Read More »

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელმა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, საქართველოს მდებარეობას, ქვეყნის სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა. მთავრობის მეთაურმა FTX Crypto Derivatives Exchange-ის ...

Read More »

უკრაინა მზადაა, 2023 წელს რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებს გამოეყოს

უკრაინა ტექნიკურად მზად არის, 2023 წელს სრულად ინტეგრირდეს ევროპულ ენერგოსისტემასთან და ამით უარი თქვას რუსეთისა და ბელარუსის სისტემებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უმაღლეს რადაში განაცხადა. “ტექნიკურად, ჩვენ თითქმის 100%-ით მზად ვართ, შევუერთდეთ ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს 2023 წელს. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა შეაფასეს ENTSO-E-სთან სინქრონიზაციის სარგებელი და ეს ყოველწლიურად $1,5 მილიარდს ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოსთვის”,- განაცხდა შმიჰალმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაცია ...

Read More »

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე ავტომანქანის გადაბრუნების შედეგად ბიტუმი დაიღვარა, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ ...

Read More »

ღარიბაშვილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG“- ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG”-ი დაინტერესდეს. უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს. უწყების განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ...

Read More »