Author Archives: admin

სატვირთო მანქანების მწარმოებელი VOLVO GROUP ბატარეების ქარხნის აშენებას გეგმავს

შვედური სატვირთოების მწარმოებელი Volvo Group ბატარეების მასშტაბური ქარხნის აშენებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და ის 2030 წლისთვის დასრულებული იქნება. Volvo Group-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთგვარად ტრანსპორტიდან ნულოვანი ემისიის ტრანზიციის პროცესისთვის მზადებაა. კომპანიას ბატარეებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს. “ბატარეებზე დღეს ჩვენი მომხმარებლებისგან მზაობა უკვე ძალიან დიდია. გვაქვს ამბიცია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი გაყიდული პროდუქციის მინიმუმ 35% ელექტრო იყოს”,- ...

Read More »

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ. ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია ...

Read More »

ირლანდია სათბური აირების გამონაბოლქვის განახევრებას გეგმავს

ირლანდიის მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორებიდან ნახშირბადის ემისიების შეზღუდვის გეგმა დაისახა. მთავრობის გადაწყვეტილებამდე, კოალიციის პარტნიორები, მწვანეთა პარტია, Fianna Fail-ი და Fine Gael-ი, სოფლის მეურნეობის სექტორიდან 25%-იან შემცირებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ. ირლანდიის სოფლის მეურნეობის სექტორზე ქვეყნის სათბური აირების ემისიების დაახლოებით 38% მოდის, ნოემბერში გამოქვეყნებული კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, ემისიების შემცირების სამიზნე 22%-დან 30%-მდე უნდა განისაზღვროს. სხვა სექტორებში ემისიების შემცირების საჭიროება კი შემდეგნაირად ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,54 (+ 0,51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94,42  ( +  0,53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროკავშირი: რუსული ნედლეულით შერეული ნავთობი არ დაიშვება

ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია ნავთობის იმპორტიორებს კონტრაქტებში მიუთითონ, რომ მათ მიერ მიწოდებულ საწვავში რუსული ნედლეული არ არის, ვინაიდან სხვა წარმოშობის ნავთობთან შერეული სახით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობი ექვემდებარება ემბარგოს, შესაბამისად, იმპორტიორებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „იმპორტიორებს ვურჩევთ ხელშეკრულებებში შეიტანონ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი დაადასტურებს, რომ გაყიდული ნავთობი არ შეიცავს რუსულ ნედლეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია ...

Read More »

„გაზი შეიძლება, გამორთო, მაგრამ სიკვდილს ვერ გამორთავ“ – გერმანიის კრემატორიუმები საგანგებო გეგმას ავითარებენ

გერმანიის კრემატორიუმები საგანგებო გეგმას ავითარებენ, რომ გაზის მზარდ ხარჯებსა და გათიშვის რისკებს გაუმკლავდნენ. Reuters-ის ცნობით, „გერმანელები გარდაცვალების შემდეგ კრემაციას სულ უფრო ხშირად ირჩევენ, ამ ბიზნესს კი პრობლემები შეექმნება, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.“ „გაზი შეიძლება, გამორთო, მაგრამ სიკვდილს ვერ გამორთავ,“ – აცხადებს გერმანიის კრემაციის კონსორციუმის თავმჯდომარე, სვენდ-იორკ სობოლევსკი. მისი თქმით, ნებისმიერი ნორმირების შემთხვევაში, სექტორი პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან გაზის გარეშე ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. როგორც ნინო თანდილაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა ...

Read More »

კანცლერი შოლცი აცხადებს, რომ “გაზპრომი” განზრახ აჭიანურებს ტურბინის უკან წაღებას

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი დაადანაშაულა ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში მას შემდეგ, რაც კომპანია Siemens Energy-ს ქარხანაში დაათვალიერა გარემონტების შემდეგ კანადიდან დაბრუნებული გაზის ტურბინა. შოლცის თქმით, რუსეთს ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირების არანაირი ტექნიკური მიზეზი არ აქვს და მისი არგუმენტები ფაქტებით ახსნას არ ექვემდებარება. გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთი განზრახ აჭიანურებს ტურბინის უკან წაღებას. Siemens Energy-ს ხელმძღვანელის, ქრისტიან ბრუხის ინფორმაციით, იმისთვის, ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 80%-დან 50%-მდე შეამცირა

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს. „ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, – განაცხადა ნეჰამერმა. ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ნავთობკომპანიების შემოსავლები ზრდას განაგრძობენ

უკრაინაში მიმდინარე ომი ზრდის ნავთობისა და გაზის კომპანიებს სარგებელს, რაც კითხვებს აჩენს, თუ როგორ განიკარგოს მოგება. ნორვეგია, რუსეთი შემდეგ, მეორე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია ევროპაში. ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით ოთხ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნორვეგია ევროკავშირს გაზით მომარაგებას თითქმის მეოთხედით უზრუნველყოფს. 2022 წლის მეორე კვარტალში წიაღისეული საწვავის გიგანტის Equinor- ის შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ნორვეგია ენერგეტიკულ ...

Read More »