ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს.
„ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, – განაცხადა ნეჰამერმა.
ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების წლიური მარაგის 55%-ია. ხელისუფლება გეგმავს, რომ გაზსაცავის მარაგი 80%-მდე შეავსოს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია.