ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია ნავთობის იმპორტიორებს კონტრაქტებში მიუთითონ, რომ მათ მიერ მიწოდებულ საწვავში რუსული ნედლეული არ არის, ვინაიდან სხვა წარმოშობის ნავთობთან შერეული სახით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობი ექვემდებარება ემბარგოს, შესაბამისად, იმპორტიორებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
„იმპორტიორებს ვურჩევთ ხელშეკრულებებში შეიტანონ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი დაადასტურებს, რომ გაყიდული ნავთობი არ შეიცავს რუსულ ნედლეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მსგავსი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, რეკომენდებულია ქიმიური ანალიზების ჩატარება და წარმომავლობის დადგენა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ შერეული პროდუქტი მიეწოდება ევროკავშირს, იმპორტიორმა ზუსტად უნდა განსაზღვროს მასში რუსული და არარუსული ნავთობების წილი. მსგავს შემთხვევაში, ის ოდენობა, რომელიც შეესაბამება არარუსულ წილს, დაიშვება გადაზიდვაზე, დარჩენილ რუსულ წილს კი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. თუ შეუძლებელია რუსული ნავთობის ზუსტი წილის დადგენა, მაშინ არ დაიშვება მთელი პარტია.