Author Archives: admin

დავითაშვილი: გვექნება კიდევ ბევრი ენერგეტიკული პროექტი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი გაიტანეს. მისივე თქმით, მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკის სწრაფი განვითარება რჩება. „ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და მეტი დასაქმება და მეტი სამუშაო ადგილი. დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი, როგორც ქარის ასევე ჰიდრო ენერგიის და მზის პროექტები. ამ პროექტებით ჯამურად განახლებადი ენერგიის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი, რაც ...

Read More »

ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავი 5%-დან 9%-მდე გაძვირდა

2022 წელს ნავთობის ღირებულება იზრდება და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 93 აშშ დოლარს გადააჭარბა, WTI-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 92 დოლარს. მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 16 თებერვალს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

ჰიდრომეტეოროლოგიის სპეციალისტებისთვის საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს. ექსპერტების საქართველოში ვიზიტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების“ ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგებზე, მონაწილეებმა გვალვის კომპოზიტური ინდექსების საკითხები განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მდ. სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზების წყალდიდობის რუკების მომზადებისათვის ...

Read More »

Intel კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ახალ, ენერგოეფექტურ ჩიპებს შექმნის

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის დიდ ინვესტიციას გაიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიურ გიგანტს ახალი, ენერგოეფექტური ჩიპების შექმნა სურს, რომელთა მეშვეობითაც კრიპტოვალუტის მაინინგი იქნება შესაძლებელი. Intel პირველ კრიპტოზე ორიენტირებულ ჩიპს ბლოკჩეინის აქსელერატორად მოიხსენიებს. მათი წარმოება და გაყიდვაში ჩაშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ორმა კომპანიამ, GRIID Infrastructures and Block-მა და ჯეკ დორსის მფლობელობაში მყოფმა ფინტექ კომპანია Square-მა ჩიპები უკვე ...

Read More »

VOLVO CARS-ი და NORTHVOLT-ი ელექტრობატარეების წარმოებას გეგმავენ

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო ...

Read More »

ახალი, შაქარზე დაფუძნებული პლასტმასა – მდგრადი, გადამუშავებადი და დეგრადირებადი

შაქრის ფუძეზე მკვლევარებმა შექმნეს მდგრადი პლასტმასა, რომელიც ძალზე ეფექტურია და უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასა. იგი ასევე დეგრადირებადი და ადვილად გადამუშავებადია. გარდა ამისა, სხვა გადამუშავებადი პლასტმასისგან განსხვავებით, მისი მექანიკური თვისებები არ უარესდება ხელახალი დამუშავების შემდეგ. პლასტმასისგან დაბინძურების პრობლემის გამწვავებასთან ერთად, მკვლევარები აორმაგებენ მცდელობებს, რათა შექმნან მდგრადი პლასტმასი არა ნავთობის წყაროებიდან. ბიოდეგრადირებადი პლასტმასები, რომლებიც დამზადებულია განახლებადი მცენარეული წყაროებიდან, როგორიცაა სიმინდის ან შაქრის ...

Read More »

ალიევმა და სტოლტენბერგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

სამშაბათს, 15 თებერვალს, ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „კარგი სატელეფონო საუბარი გამართა“ პრეზიდენტ ალიევთან. „ჩვენ რეგიონული უსაფრთხოება და უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხები განვიხილეთ. ასევე შევეხეთ ამ მოვლენების გავლენებს ენერგეტიკულ ბაზრებზე. მე მადლობა გადავუხადე ...

Read More »

უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ფონზე ევროპაში გაზის ფასმა 1000 დოლარს გადააჭარბა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 13,7%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1000 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1031,8 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. მათ შორის ცალკეული ქვეყნების განცხადებები და მოწოდებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ, ...

Read More »

შეთანხმება ახლოსაა ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ახლოსაა” შეთანხმება, რომლითაც უნდა აღდგეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება – რაც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებით გამოვიდა 14 თებერვალს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ხელშეკრულების აღდგენის მთავარ პირობად ირანი კვლავ სანქციების მოხნას ასახელებს ...

Read More »