Author Archives: admin

მიხაილ პოდოლიაკი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და თავად რუსეთისთვის

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, რადგან რუსი დამპყრობლების მოქმედებების გამო სადგური ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა და ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან აღნიშნა. „ზოგადად, ჩერნობილში ვითარება ძალიან საშიშია. ოკუპანტების მოქმედების გამო იქ სტაბილური ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ ობიექტებს, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და, ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

16 მარტს Gazprom-ი აქციების გასხვისებას განიხილავს

დირექტორთა საბჭო ასევე განიხილავს Gazpromviet-ის, Gazprom-ისა და PetroVietnam-ის ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდას. Gazpromviet-ი რუსეთში ნახშირწყალბადების საბადოების კვლევისა და განვითარებისთვის შეიქმნა. Gazprom EP International-ი Gazprom-ის უცხოური პროექტების ოპერატორია ნახშირწყალბადების საბადოების მოძიებისა და განვითარების სფეროში. კომპანიის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. მისი ძირითადი ამოცანებია პროექტების მართვა ნახშირწყალბადების მოძიებისა და წარმოების სფეროში, ნავთობისა და გაზის ახალი აქტივების მოძიება, შეფასება და შეძენა მსოფლიოს ნავთობისა ...

Read More »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. კანონპროექტში ასევე გაწერილია ნაბიჯები რუსეთის როლის გადახედვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მაგნიტსკის აქტის ხელახალი დამტკიცების თაობაზე, რათა გააძლიერონ სანქციები რუსეთზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. დოკუმენტს მხარი 417-მა კონგრესმენმა 17-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 9 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.14  (-  16.84)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.70  (-  15.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კედიას ქუჩის მოსახლეობას. ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, ჩარგლის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, ბაგინეთის, დადიანის, ხვინგიას, ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი აშენდება

გერმანიის სახელმწიფო ბანკის KfW-ისა და ნიდერლანდული კომპანია Gasunie-ის პარტნიორობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბრუნსბიუტელში, თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მთავარი მიზანი, რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების სწრაფი შემცირებაა. თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი გერმანიისა და ნიდერლანდული კომპანიის ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს. ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე რვა მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. შედარებისთვის, გერმანიაში რუსული გაზის წლიური იმპორტი დაახლოებით ...

Read More »

ვაშინგტონი ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნავთობის სანაცვლოდ შეამსუბუქებს

შეერთებული შტატები ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში შეამსუბუქებს, თუ ის აშშ-ს ნავთობს მიაწვდის. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. ვენესუელა აშშ-ს ნავთობის სანქციების ქვეშ 2019 წლიდან იმყოფება და შესაძლოა ნედლი ნავთობის მიწოდების მარშრუტი შეცვალოს, თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათი პრიორიტეტი იყო შეერთებული შტატებისთვის ნავთობის მიწოდების უზრუნველყოფა – ამის შესახებ, REUTERS წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირებმა ვენესუელელ კოლეგებს უთხრეს, რომ ...

Read More »

იაპონია სახალინის ნავთობპროექტების დატოვებას განიხილავს

ტოკიომ შესაძლოა, ნავთობისა და გაზის სახალინის პროექტები დატოვოს. ამის შესახებ იაპონიის მრეწველობის მინისტრ კოიტი ხაგიუდამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მისი თქმით, ტოკიოს შეუძლია, გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუკი ეს უკრაინის ირგვლივ სიტუაციის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ერთი დღით ადრე მინისტრი აცხადებდა, რომ „სახალინ 1“ და „სახალინ 2“ „ფაქტობრივად, გაიყინება,“ რადგან პროექტებიდან Exxon Mobil და Shell გავიდნენ. თუმცა მან იქვე ...

Read More »

ნიდერლანდების პრემიერი: ევროკავშირს არ შეუძლია სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მიღება – ეს არასასიამოვნო სიმართლეა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მიღება. „ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი დაუცველობა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. მე არ მოვუწოდებ, რომ დღესვე შევწყვიტოთ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიღება. ევროკავშირს რუსეთიდან მიწოდება სჭირდება. ეს არასასიამოვნო სიმართლეა“, – აღნიშნა მარკ რუტემ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობაზე ...

Read More »

ვენაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო

ავსტრიის დედაქალაქში ალი ბაღერი ყანი ჩავიდა. ის ირანის დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით დაწყებული მოლაპარაკების, მორიგ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას თეირანი ავრცელებს. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA ცნობით, ყანი ვენაში დღეს ჩაფრინდა. 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძელზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ...

Read More »