სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კედიას ქუჩის მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, ჩარგლის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, ბაგინეთის, დადიანის, ხვინგიას, ტრაქტორის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ილურიძის, ხუთწლედის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply