Author Archives: admin

ქვანახშირის ელეტროსადგურების მომაკვდინებელი საფრთხე

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს ააქტიურებს

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანია უკანასკნელი ატომური რეაქტორების გათიშვის გადაწყვეტილების პარალელურად, ქვანახშირის ძველი ელექტროსადგურების განახლებას გეგმავს. გერმანიის მცდელობა, ერთდროულად შეეჩერებინა ბირთვული და ქვანახშირის ენერგიის გამოყენება, არსებული რეალობის გამო შედარებით გართულდა. წიაღისეული გაზი ერთ დროს გარდამავალ საწვავად აღიქმებოდა განახლებადი ენერგიისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ სიტუაცია სრულიად შეცვალა. ამჟამად რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად ქვანახშირი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 10 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.33  (-  1.81)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.02  (-  2.68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალას III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ლევან ღოღობერიძის, თელეთის, ლომინაძის, სერგი სურგულაძის, ვირსალაძის, ევგენი გეგეჭკორის, კრწანისის, სპირიდონ ვირსალაძის, ჟორდანიას და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის ...

Read More »

ტექნოლოგიური კომპანია ყველაზე ღრმა ხვრელების გათხრას გეგმავს, რომლებიც შესაძლოა, უშრეტი ენერგიის წყაროდ იქცნენ

2020 წელს დაარსებულმა ენერგოკომპანია Quaise-მა სერიოზული ყურადღება ერთი საკმაოდ თამამი მიზნის გამო მიიპყრო — გეგმავს, დედამიწის ქერქში ისტორიაში ყველაზე ღრმა ხვრელი გათხაროს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის შვილობილ კომპანიას უკვე აქვს 63 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალი — საკმაოდ კარგი საწყისი იმისათვის, რომ გეოთერმული ენერგია შეიძლება მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კომპანიას სურს, დედამიწის სიღრმისკენ ტრადიციული საბურღი მეთოდებითა და მეგავატის სიმძლავრის სინათლით გაბურღოს, რაც ისეთი ტექნოლოგიებით ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 411,562 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.” ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  244,606 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  5,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  113,874 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

რაში სჭირდება რუსეთს ჩერნობილზე კონტროლი

ცოტა რამ არის ისეთი საყურადღებო, როგორიც ეს ჩერნობილია — 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა. “ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად ...

Read More »

პუტინს სურს, მძევლად ჰყავდეს ევროპული ერები რუსული ნავთობითა და გაზით – სტოლტენბერგი

ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. „პრეზიდენტმა პუტინმა შეარყია ევროპის უსაფრთხოება. რუსეთმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში. პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო სასტიკი ომი, მშვიდობიანი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიდრეკილია, აირჩიოს საკუთარი გზა – დემოკრატიისა და თავისუფლების ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რუსების მიერ დაპყრობილ ზაპოროჟიის აეს–თან კავშირი დაკარგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის (აეს) შემდეგ ზაპოროჟიის აეს–თანაც დაკარგა კავშირი, რომელიც ასევე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელშია. ამის შესახებ RBC-Ukraine ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია კავშირის დაკარგვით, ვინაიდან ობიექტზე ბევრია გადამუშავებული და ახალი საწვავი და ბირთვული მასალები. მონაცემთა მიწოდების შეწყვეტის მიზეზები დაუდგენელია. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ

რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ამ ომის შედეგები ძალიან მძიმე იქნება. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ. მაგრამ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. უფრო სწრაფადაც ...

Read More »

ნავთობის ფასი უკვე პიკზე მივიდა – მსოფლიოში სწრაფი რეაგირება იწყება

მსოფლიოში ნავთობის ფასი გამუდმებით მატულობს. გაძვირების ტენდენცია შეუქცევადია. მსოფლიოს ბირჟებზე არსებულმა სიტუაციამ საქართველოზე გავლენა უკვე მოახდინა – საწვავი არანორმალურად გაძვირდა და ეს მაქსიმუმი სულაც არ არის. არ არის გამორიცხული, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულებამ 4 ლარსაც კი მიაღწიოს. გამოსავალი, ჯერჯერობით, არც მსოფლიოში ჩანს და არც – საქართველოში. რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ...

Read More »