სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალას III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ლევან ღოღობერიძის, თელეთის, ლომინაძის, სერგი სურგულაძის, ვირსალაძის, ევგენი გეგეჭკორის, კრწანისის, სპირიდონ ვირსალაძის, ჟორდანიას და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას, რომელაშვილის, შატილის, ანაპის 414-ე დივიზიის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის და პეტრე ხვედელიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზუბალაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ამავე მიზეზის გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ამირანაშვილის, ახვლედიანის, გოკიელის, დავით კაკაბაძის, ესენინის, გიორგი მუხაძის, პეტრიწის, წუწუნავას, ვაჟა ბანეთიშვილის, მერაბ კოსტავას, თენგიზ ჩანტლაძის და გივი ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.