Author Archives: admin

აშშ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდებას გაზრდის

ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად აშშ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს გაზრდის. ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ დასავლელმა ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს. ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია. რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილში დაიწყება

საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. თითქმის ერთწლიანი სატენდერო პირობების შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აპრილში პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. მანამდე კი გამოვლინდება კომპანია, რომელმაც საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის მომგებიანობა უნდა შეისწავლოს. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურების დასრულების პროცესი მიმდინარეობს. „გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჩაატაროს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 2022 წლის აპრილში ...

Read More »

ხორავა: საწვავი კიდევ გაძვირდება

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისში საწვავის ფასი საქართველოში კიდევ გაიზრდება, თუმცა რამდენით, დაკონკრეტება უჭირს. ხორავას განმარტებით, საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ტრენდს აჩვენებს, შესაბამისად მას შემდეგ, რაც ადგილობრივ იმპორტიორებს საწვავის დაგროვილი მარაგები ამოეწურებათ და ახალ შესყიდვებს გააკეთებენ, იძულებულები იქნებიან ფასთა სხვაობა საწვავის საბოლოო ფასზეც ასახონ. „საქართველოში საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი არის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა. ლარში თუ ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

EBRD-ს დაფინანსებით ბათუმში არასტანდარტული ნაგავსაყრელი დაიხურება, ქობულეთში კი ნარჩენების მართვის ობიექტი აღიჭურვება

EBRD-სთან შეთანხმებით, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება. პროექტს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქობულეთში, მყარი ნარჩენების მართვის ობიექტზე იმყოფებოდა. EBRD-ის, KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ. ვიზიტისას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ...

Read More »

ტაილანდში კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენება აიკრძალება

ტაილანდის მთავრობის შეფასებით, კრიპტოაქტივები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებს, რის გამოც ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ტაილანდის მასშტაბით კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებლის განმარტებით, პირველი აპრილიდან კომპანიებს, ბიზნესებს და სავაჭრო ბირჟებს აეკრძალებათ კრიპტოვალუტის საშუალებით საგადახდო სერვისების მიწოდება და მიღება, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მათ ჯარიმა დაეკისრებათ. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება კრიპტოაქტივების ფლობაზე ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.9  მილიონი ბარელით  და შეადგინა  238.0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.1 მილიონი ბარელით და შეადგინა  112.1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს უკრაინაში, რათა უზრუნველყოს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს. “IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ...

Read More »

უკრაინა, დაღუპული რუსი სამხედროების გამო, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა

რუსეთს დაღუპულთა ცხედრები არ მიაქვს, აღნიშნული კი უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სუმის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა. „ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ, ჩვენთან რჩებიან და დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საფრთხეს. ადამიანის სხეული გახრწნისას გვამურ შხამს გამოყოფს“, – თქვა კოტლიარმა. მისი თქმით, დოკუმენტების გარეშე ცხედრების იდენტიფიცირება რთულია. მისი თქმით, რუსი მებრძოლების გვამების ...

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადაა მზადაა, ევროკავშირს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს

კანადა ევროკავშირს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული. „ევროკავშირის ქვეყნების რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასასრულებლად, ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას უნახშირბადო ენერგიაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ კანადა და ევროკავშირი უკვე მუშაობენ სპეციალური ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იზრუნებს თხევად ბუნებრივ ...

Read More »