EBRD-ს დაფინანსებით ბათუმში არასტანდარტული ნაგავსაყრელი დაიხურება, ქობულეთში კი ნარჩენების მართვის ობიექტი აღიჭურვება

EBRD-სთან შეთანხმებით, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება. პროექტს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქობულეთში, მყარი ნარჩენების მართვის ობიექტზე იმყოფებოდა. EBRD-ისKFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ. ვიზიტისას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. მიმდინარეობს არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვის პროცედურები. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.

Leave a Reply