Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,8%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 882,1 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, ...

Read More »
ნორვეგია ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით სარგებლობას აკრძალავს

ევროპარლამენტმა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2035 წლიდან შიდა წვის ძრავების მქონე მსუბუქი ავტომობილების (ბენზინის, დიზელის, გაზის) გაყიდვის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ე.წ. ელექტრო საწვავის E-Fuels-ის აკრძალვას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. აკრძალვა 3,5 ტონაზე ნაკლებ მსუბუქ ავტომობილებზე და მსუბუქ კომერციულ ტრანსპორტზე გავრცელდება. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 339 წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 249 წინააღმდეგი იყო. ამასთანავე, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის ...

Read More »

GREDA “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა

GREDA “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა! გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 16 100-ზე მეტ კომპანიასა და 4 000 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GREDA, რომელიც საქართველოში განახლებადი ...

Read More »

განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ინვესტორთა შეკრებას მასპინძლობს

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, მასპინძლობს ინვესტორთა შეკრებას განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რათა წარმოდგენილ იქნას კვლევების შედეგები და გაიმართოს დისკუსია განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ. კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის საშუალებით ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ღონისძიების მთავარი მიზანია, ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ ამჟამინდელ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების წარმოჩენა, რომელიც უქმნის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) ...

Read More »

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ...

Read More »

შოლცი: გერმანიამ სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს „ჩვენ ძალიან დიდხანს და ცალმხრივად ვეყრდნობოდით რუსეთიდან ენერგიის მოწოდებას. ძველი ფორმულა, რომლის მიხედვით რუსეთი არის საიმედო პარტნიორი გერმანიისთვის, კრიზისულ სიტუაციაშიც კი უკვე არ გამოიყენება“, – განაცხადა კანცლერმა. გაზეთის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა რაც ...

Read More »

ირანმა და ვენესუელამ ნავთობპროდუქტების სფეროში 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

ირანსა და ვენესუელას შორის 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. არსებული ინფორმაციით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ ...

Read More »

ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას 2028 წლისთვის დანერგავს

ახალი მოხსენების თანახმად, ჩინეთი კოსმოსური მზის ელექტროსადგურების პროგრამას თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ორი წლით ადრე, 2028 წელს დანერგავს. აქამდე არსებული გეგმით, ჩინეთი კოსმოსში 1-მეგავატიანი მზის ენერგიის სადგურის განთავსებას 2030 წლისთვის აპირებდა. ჟურნალ Chinese Space Science and Technology-ში გამოქვეყნებული ახალი მიზნების მიხედვით, ჩინეთი სატელიტს, რომელიც კოსმოსიდან მიწამდე, 400 კილომეტრ სიმაღლეზე, ელექტროენერგიის გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას დატესტავს, 2028 წელს გაუშვებს. მკვლევრების განცხადებით, თანამგზავრი მზის ...

Read More »

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე ...

Read More »