Author Archives: admin

სემეკის წევრმა განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ქრონიკაში“ განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ. „დეკემბერში მოდიოდა ნოემბრის გადასახადი, ნახევარი ნოემბერი, ნახევარი დეკემბერი. ახლა მოსახლეობას მიუვიდა დეკემბრის გადასახადი სრულად და შემდეგი გადასახადი უკვე იქნება თებერვალში. ანუ, იანვარში მოსახლეობას მიუვა ქვითარი, რომლის გადახდის ვადა იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე. იანვრის თვე ამოვარდა. ჩვენ კალენდარული წლით ჩავკეტეთ მოხმარება, მათ შორის სასმელი წყლის. ზუსტად ვიცით რამდენი დაირიცხა, ...

Read More »

სემეკი – ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. ...

Read More »

Goldman Sachs: ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა, $100 000-ს მიაღწიოს

Goldman Sachs-ის პროგნოზით, თუ ბიტკოინი ოქროს ბაზრის წილის დაკავებას გააგრძელებს, ციფრულმა აქტივმა შესაძლოა $100,000-იან შეფასებას მიღწიოს. Goldman-ის შეფასებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა $700 მილიარდზე ნაკლებია. ციფრულ აქტივს ე.წ. “ღირებულების მარაგის” ბაზრის 20% უკავია, რომელიც ბანკის თქმით, ოქროსა და ბიტკოინისგან შედგება. ოქროს ღირებულება, რომელიც ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომია $2.6 ტრილიონს აღწევს. ზაკ პადლი, რომელიც FX and EM სტრატეგიის ხელმძღვანელია, ასევე ვარაუდობს, რომ თუ ბიტკოინის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,41%-ით, 1,94 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშNულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,49 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რა ელის ნავთობის ფასებს 2022 წელს?

2021 წლის დასაწყისში ნავთობი საშუალოდ 50 დოლარი, ხოლო დეკემბრის ბოლოს შავი ოქროს 1 ბარელი უკვე 79-80 დოლარი ღირდა. მოთხოვნა ნავთობზე იზრდება, რადგანაც გაზის ფასის კატასტროფული მატების და ალტერნატიული ენერგეტიკის არასაკმარისი პოტენციალის ფონზე, მსხვილი მომხმარებლების ნაწილი უფრო მეტად ნავთობზე გადადის. გაზის ფასის ზრდას ნავთობზე მოთხოვნის ზრდით პირველმა აზიამ უპასუხა – სწორედ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებმა უპირატესობა უფრო იაფ ნავთობს მიანიჭეს და ამავე ...

Read More »

OPEC-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

OPEC-ის მინისტრებმა ორგანიზაციის  გენერალური მდივნის პოსტზე  ქუვეითის წარმომადგენელი, ჰაითამ ალ-გაისი დანიშნეს. Rაღნიშნულს ინფორმაციას OPEC-ის პრესსამსახური ავრცელებს. ჰაითამ ალ-გაისი 2017 წლიდან 2021 წლამდე OPEC-ში ქუვეითის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მას ნავთობკომპანიებში, ასევე ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. 1990 წელს დაამთავრა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი კალიფორნიაში პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. თავისუფლად ფლობს ექვს ენას, მათ შორის არაბულს, ინგლისურს, გერმანულს, პორტუგალიურს, ესპანურს, ფრანგულს და ჩინურს. ალ-გაისმა ...

Read More »

OPEC+ იანვრიდან დღიურ ნავთობმოპოვებას 400 ათასი ბარელით ზრდის

OPEC+ ქვეყნებს იანვრიდან დღიური ნავთობმოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდა შეუძლიათ, რასაც 2021 წლის ივლისის შეთანხმება ითვალისწინებს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ნავთობის უმსხვილესმა მომხმარებლებმა და მწარმებლებმა, კერძოდ, ჩინეთმა, ინდოეთმა და აშშ-მ ფასების ძლიერი ზრდის გამო, OPEC+ს მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდეს. თუმცა ორგანიზაციისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც მომხმარებელმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ნავთობის სტრატეგიული მარაგების ნაწილი, 70 მილიონი ბარელი გამოეთავისუფლებინათ. OPEC+მა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზომად არ ...

Read More »

უკრაინაში გაზის იმპორტი გასულ წელს ექვსჯერ შემცირდა

2021 წელს უკრაინაში გაზის იმპორტმა 2,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6-ჯერ ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინის გაზოპერატორის (OGTSU) განცხადებით, იმპორტის ძირითადი ნაწილი უნგრეთიდან შემოვიდა – 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (-64% გასულ წელთან შედარებით). 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უნგრეთში ფიზიკური ტრანზიტის შეწყვეტის მიუხედავად, ვირტუალური იმპორტი შენარჩუნდა სანაპირო პუნქტში: 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უკრაინამ უნგრეთიდან შემოიტანა 55,6 მილიონი კუბური ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2022 წლის 4 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,04 (+ 0,32%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,01 (+  0,03%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია

რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მოსკოვი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების კუთხით გეგმა „ბ“-ს არ ცნობს, და პროცესს გეგმის მიხედვით მიყვება. როდესაც მას დაუსვეს კითხვა მილსადენის ლიცენზირებაზე უარი თქმის შესაძლებლობაზე, მისი პასუხი იყო „ასეთი ვარიანტი არ განიხილება“. „ჩვენ ვთვლით, რომ მილსადენი სერტიფიცირებისთვის დადგენილი განრიგის მიხედვით ამუშავდება“, – განაცხადა ნოვაკმა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით რუსული გაზის გერმანიის გავლით ...

Read More »