OPEC+ ქვეყნებს იანვრიდან დღიური ნავთობმოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდა შეუძლიათ, რასაც 2021 წლის ივლისის შეთანხმება ითვალისწინებს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ნავთობის უმსხვილესმა მომხმარებლებმა და მწარმებლებმა, კერძოდ, ჩინეთმა, ინდოეთმა და აშშ-მ ფასების ძლიერი ზრდის გამო, OPEC+ს მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდეს. თუმცა ორგანიზაციისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც მომხმარებელმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ნავთობის სტრატეგიული მარაგების ნაწილი, 70 მილიონი ბარელი გამოეთავისუფლებინათ. OPEC+მა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზომად არ მიიჩნია.
აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში OPEC+ ბაზარს დღეღამეში 1 მლნ ბარელ ნავთობს აწვდიდა, რაც დაგეგმილზე ორჯერ, ანუ დღეში 700 ათასი ბარელით ნაკლები იყო. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) მონაცემებით, ნოემბერში OPEC+ის ქვეყნებმა შეთანხმება 116%-ით შეასრულეს, OPEC-ის ქვეყნებმა 24%-ით, ხოლო ორგანიზაციის არაწევრმა ქვეყნებმა 1%-ით გადააჭარბეს, ანუ ნოემბრის გეგმასთან შედარებით, ბაზარს დღეღამეში 650 ათასი ბარელი ნავთობი არ მიეწოდებოდა.
მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, რუსეთს შეუძლია, ყოველთვიურად ნავთობის მოპოვება (კონდენსატის გარეშე) დღეში, დაახლოებით, 100 ათასი ბარელით გაზარდოს. მიმდინარე წლის იანვრიდან მისი ნებადართული წარმოება დღეში 10,122 მლნ ბარელს შეადგენს.
წყარო: BPN.GE