OPEC-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

OPEC-ის მინისტრებმა ორგანიზაციის  გენერალური მდივნის პოსტზე  ქუვეითის წარმომადგენელი, ჰაითამ ალ-გაისი დანიშნეს. Rაღნიშნულს ინფორმაციას OPEC-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰაითამ ალ-გაისი 2017 წლიდან 2021 წლამდე OPEC-ში ქუვეითის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მას ნავთობკომპანიებში, ასევე ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. 1990 წელს დაამთავრა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი კალიფორნიაში პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. თავისუფლად ფლობს ექვს ენას, მათ შორის არაბულს, ინგლისურს, გერმანულს, პორტუგალიურს, ესპანურს, ფრანგულს და ჩინურს.

ალ-გაისმა კარტელის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოჰამედ ბარკინდო უნდა შეცვალოს, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში იწურება.

OPEC-ის წესდების თანახმად, გენერალური მდივანი აირჩევა სამი წლის ვადით და მისი არჩევა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

Leave a Reply