Author Archives: admin

საქართველომ, თითქმის გააორმაგა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ირანიდან

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ირანიდან $416 930 ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა,  რაც 96%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (212 660 აშშ დოლარი). ამის შესახებ Trend საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველომ ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი თებერვალთან შედარებით 18 %-ით (127 770 აშშ დოლარი) $104 710-მდე შეამცირა. ამრიგად, ირანი 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ნავთობისა და ...

Read More »

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ზრდაში დაეხმარება. თუმცა ჩინეთის ახალმა გადაწყვეტილებამ მისი კლიმატური მიზნები შესაძლოა, უკან დახიოს. ჩინეთის ოფიციალური გეგმით, მიმდინარე წელს ქვანახშირის წარმოების სიმძლავრე 300 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც გასული წლის მთლიანი წარმოების (4.1 მილიარდი ტონა) 7%-ით ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქარისა და მზის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცააა, თუმცა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ...

Read More »

აშშ „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელთა დაწესებას „დიდი შვიდულის“ ქვეყნებთან ერთად გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და „დიდი შვიდულის“ ქვეყნებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ...

Read More »

ათ წელში კრიპტოს მომხმარებლების რაოდენობა 1 მილიარდამდე გაიზრდება

მომდევნო ათი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას ან შეეცდებიან მის გამოყენებას, 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზრდება. ამის შესახებ Coinbase Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა Milken Institute-ის გლობალურ კონფერენციაზე განაცხადა. “ვვარაუდობ, რომ 10-20 წელიწადში მშპ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტო ეკონომიკაში იქნება”, – თქვა არმსტრონგმა ARK Investment Management-ის აღმასრულებელ დირექტორთან, კეტი ვუდთან საუბრისას. არმსტრონგის კომენტარები ემთხვევა პერიოდს, როცა კრიპტოვალუტის ფასი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი 10,01%-ით შემცირდა და $35,935 ათასი შეადგინა, რაც 15 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და გასული თვის მაქსიმუმს 20%-ით ჩამოუვარდება. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა შეუძლია

ახალი კვლევით დადგინდა, რომ მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა შეუძლია. შესაბამისად, მეტია შანსი, იგი კოსმოსში ადამიანებისათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად გამოგვადგეს. სამეცნიერო ჟურნალ Joule-ში გამოქვეყნებული უწყების თანახმად, მთვარის ნიადაგი აქტიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც შესაძლოა, მზის სინათლესა და ნახშირორჟანგთან ერთად წყლის, ჟანგბადისა და საწვავის მისაღებად გამოიყენონ. ეს ყველაფერი მთვარეზე დასახლებასა და კოსმოსის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. “თუკი კოსმოსის უკეთ შესწავლა გვინდა, ხარჯების შესამცირებელ მეთოდებზე ფიქრი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.90  (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.26  (+  0.45)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სოკარი თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Azneft-ის წარმოების ასოციაციამ (SOCAR) ამინდის გაუარესების გამო გააძლიერა უსაფრთხოების ზომები საზღვაო და ხმელეთზე წარმოების ობიექტებზე. „აზნეფტმა“ ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, გააძლიერა უსაფრთხოების ზომები საზღვაო და სახმელეთო წარმოების ობიექტებზე, შეზღუდა სახიფათო სამუშაოების შესრულება და მიიღო შესაბამისი ზომები შრომის სტანდარტების ფარგლებში ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ასევე განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. „გარდა ამისა, ...

Read More »

ევროკომისიამ რუსულ ნავთობზე აკრძალვის გადაწყვეტილება რიგი ქვეყნებისთვის შეცვალა

ევროკომისიამ ცვლილებები შეიტანა რუსულ ნავთობზე აკრძალვის გადაწყვეტილებაში. კერძოდ, როგორც Reuters იუწყება, რუსულ ნავთობზე აკრძალვა ევროკავშირის რიგი ქვეყნებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გავრცელდება. გამოცემის ცნობით, გამონაკლისი შეეხება უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს. “ცვლილების თანახმად, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის ყიდვას 2024 წლის ბოლომდე, ხოლო ჩეხეთი 2024 წლის ივნისამდე შეძლებენ”, – იყტობინება გამოცემა.

Read More »

Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ყიდის

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია, Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესს ყიდის და მყიდველიც იპოვა. ამის შესახებ კომპანიის რუსეთის ოფისის თანამშრომლებს უკვე განუცხადეს. ინფორმაციას Forbes წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Forbes-ის თანამოსაუბრის ცნობით, გარიგება ჯერ არ გაფორმებულა და მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან. მისივე თქმით, Shell პერსონალთან ერთად ყველა ბენზინგასამართ სადგურს იმ პირობით ყიდის, რომ დასაქმებულებს ხელფასი წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. Shell-ის თანამშრომლებისთვის მყიდველის ვინაობა არ გაუმხელიათ. Shell-ის ...

Read More »