ევროკომისიამ ცვლილებები შეიტანა რუსულ ნავთობზე აკრძალვის გადაწყვეტილებაში. კერძოდ, როგორც Reuters იუწყება, რუსულ ნავთობზე აკრძალვა ევროკავშირის რიგი ქვეყნებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გავრცელდება.
გამოცემის ცნობით, გამონაკლისი შეეხება უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს.
“ცვლილების თანახმად, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის ყიდვას 2024 წლის ბოლომდე, ხოლო ჩეხეთი 2024 წლის ივნისამდე შეძლებენ”, – იყტობინება გამოცემა.