Author Archives: admin

გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს

გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 200-მდე ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების დაჩქარებაზე და წიაღისეული საწვავის სუბსიდიების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ შეთანხმდა. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილე მხარეები გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ახალი შეთანხმების მიხედვით, მდიდარმა ქვეყნებმა ფინანსური სახსრების მობილიზება უნდა მოახდინონ, რათა შედარებით ღარიბმა სახელმწიფოებმა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება შეძლონ. დასკვნით ხელშეკრულებაში ...

Read More »

მოქალაქეებმა საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა დიღომში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო კვირებში საწვავის ფასმა არაერთხელ მოიმატა, რაც მათი თქმით, პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთია. აქციის მონაწილეებს „ვისოლის“ დირექტორი ვასილ ხორავა შეხვდა. ხორავამ მოქალაქეებს ის მიზეზები განუმარტა, თუ რატომ მოხდა საწვავზე ფასის გაზრდა. მანვე პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებმაც მიუხედავად საპროტესტო აქციისა, ...

Read More »

პუტინი ბელორუსის მხრიდან EU-სთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, მოელაპარაკოს ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. პუტინის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის სატრანზიტო პარტნიორების ურთიერთობას. ბელარუსის მილსადენები რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის, რაც ამცირებს გაჩერების რისკს. “ამაში კარგი არაფერია და, რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები. თეორიულად, ლუკაშენკოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პრეზიდენტს, ალბათ შეუძლია გასცეს ბრძანება და შეწყვიტოს მიწოდება ევროპაში, თუმცა ეს იქნება ...

Read More »

“თანაბრად განიხილება როგორც “ნამახვანჰესის” პროექტის გაგრძელება, ისე – “ენკას” პროექტიდან გასვლა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. „უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე – მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (- 0,70)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,79 (- 0,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, ...

Read More »

მფრინავი ელექტროტაქსი – მომავლის ტექნოლოგია

მფრინავი ელექტროტაქსები ანუ პატარა თვითმფრინავები, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეუძლიათ, სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და ის ფაქტი, რომ ეკოლოგიას გამონაბოლქვით არ აბინძურებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. 2035 წლისთვის ამ მფრინავი აპარატების ბაზარი 21 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად მფრინავი ელექტროტაქსების შექმნაზე 50-ზე მეტი კომპანია მუშაობს. მფრინავი ტაქსი 20-მდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეას ბარდენჰაგენის განცხადებით, ...

Read More »

გერმანია 4 სხვა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგია

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ატომური ენერგეტიკა წიაღისეული საწვავის გამოყენების საწინააღმდეგო ეფექტური იარაღია და იგი კლიმატური კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განიხილებოდეს. ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნების ნაწილის ასეთი პოზიციის გათვალისწინება და ატომური ელექტროსადგურების და ბირთვული ნარჩენების ...

Read More »
გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 2020 წელს 308 მლნ ლარი დაუჯდათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს მარტიდან მაისის ჩათვლით, ასევე ნოემბერ-დეკემბერში იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ, კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირთათ. სუბსიდია წყლისა და დასუფთავების გადასახადებსაც შეეხო. კომუნალური გადასახადების სუბსიდია გადასახადის გადამხდელებს 308,4 მლნ ლარი დაუჯდათ. კომერსანტმა სუბსიდიის მოცულობის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, ხუთივე შემთხვევაში ყველაზე ...

Read More »

ინდონეზიის რელიგიურმა საბჭომ მუსლიმებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

ინდონეზიის რელიგიური საბჭოს ლიდერთა განცხადებით, კრიპტო აქტივების ვალუტად გამოყენება მუსლიმებისთვის აკრძალულია. საბჭომ კრიპტოვალუტა აკრძალულად მიიჩნია, რადგან მას აქვს გაურკვევლობის, ფსონების და ზიანის ელემენტები. – ინფორმაციას Bloomberg–ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმური მოსახლეობაა და საბჭოს უფლება აქვს ქვეყანაში ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.

Read More »