Author Archives: admin

Goldman Sachs ნავთობის ფასის 100 დოლარზე მაღლა გაზრდას პროგნოზირებს

Goldman Sachs-ის ექსპერტები უშვებენ 2023 წელს ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ექსპერტების აზრით, ამ ზრდის მთავარი მიზეზი იქნება, ერთი მხრივ, მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ნავთობის მიწოდების ძალიან ნელი ზრდა და მეორე მხრივ, ნედლეულზე მოთხოვნილების ზრდა 2022 და 2023 წლებში რეკორდულ დონემდე. Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, 2022-2023 წლებში Brent მარკის ნავთობის ფასი იქნება საშუალოდ 85 დოლარი/ბარელზე. ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

წელს მსოფლიოში ქვანახშირის მოხმარება გაზრდილია

მსოფლიო ყველაზე ჭუჭყიანი წყაროდან წელს, სავარაუდოდ, უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ქვანახშირის საწვავზე მომუშავე გენერაცია გასულ წელთან შედარებით 9%-ით იზრდება. ორგანიზაციის განცხადებით, წინა ორი წლის კლების შემდეგ, ასეთი შემობრუნება საფრთხეს უქმნის 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მიზნის მიღწევას. IEA-ს შეფასებით, ნახშირის მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა, დაახლოებით 20%, ფიქსირდება აშშ-სა და ევროკავშირში. მათ 12%-იანი ზრდით მოსდევს ინდოეთი. ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება. როგორც ირაკლი დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „დათვალიერება მოხდა „თბილისი ენერჯის“ მიერ და დათვალიერების შედეგად შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილზე ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის. თუ რა მოხდა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს და გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ. ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,52  (- 1.50)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,86 (-  1.52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის, ვიქტორ დოლიძის, კოსტავას, გურამ ბზვანელისა და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში განხორციელდება და დაეხმარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, ...

Read More »

კონკურენციის სამართალი და ენერგეტიკა

2012 წლი­დან 2020 წლამ­დე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი არსებობის ყველა ეტაპზე არეგულირებდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ წლების განმავლობაში არ არსებობდა დეტალური საკანონმდებლო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა რეგულირებად სექტორებში, კერძოდ კი ენერგეტიკის სექტორში, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და განხილვა. დეტალური საკანონმდებლო ბაზის ...

Read More »

ნათია თურნავა: ენერგეტიკა სტრატეგიულ მნიშვნელობის დარგია

პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები – ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ ...

Read More »

Audi ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციებს 18 მლრდ დოლარამდე გაზრდის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi AG აცხადებს, რომ აპირებს გაზარდოს ინვესტიციები ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების განვითარების მიმართულებით. საუბარია 2022-2026 წლებში ინვესტიციების 18 მლრდ ევრომდე გაზრდაზე აქამდე გაცხადებული 15 მლრდ-დან. ეს თანხა არის ნაწილი მისი სტრატეგიული გრძელვადიანი განვითარების გეგმის, რომლის ჯამური მოცულობა 37 მლრდ ევროა. „აღნიშნულ საინვესტიციო გეგმაზე დაყრდნობით, კომპანიისთვის 2026 წლამდე ყურადღების ცენტრში დარჩება სრულიად ან ნაწილობრივ ელექტროფიცირებული ...

Read More »

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. „დაცული ტერიტორების გაფართოება და ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ აღვადგინეთ დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის პროცესი, სადაც არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მოხდება მიმდინარე და დაგეგმილი პოექტების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება დაცული ტერიტორიების ...

Read More »