Author Archives: admin

ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

მდიდარმა ქვეყნებმა, „კლიმატის დაფინანსების“ მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს

მდიდარმა ქვეყნებმა „კლიმატის დაფინანსების“ დაპირება კვლავ ვერ შეასრულეს, რაც ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად $100-მილიარდიანი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამის შესახებ, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განაცხადა. ჯერ კიდევ 2009 წელს, განვითარებულმა ქვეყნებმა, 2020 წლისთვის, დაუცველი სახელმწიფოებისთვის ყოველწლიურად $100 მილიარდის გადარიცხვის პირობა დადეს. ბენეფიციარებში იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებებითა და მის შედეგად გამოწვეული კატასტროფებით. OECD-ის ინფორმაციით, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 10 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,31 (- 0,34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  90,50  ( – 0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფის  წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ფიცხელაურის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ...

Read More »

ევროკავშირი სწრაფ რეაქციას მოელის ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგების “საბოლოო ტექსტზე”

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებსა და ირანს „ძალზე სწრაფად“ ექნებათ რეაქცია „საბოლოო ტექსტზე“, რომლის მიზანია განაახლოს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ 25-გვერდიანი პროექტი ყველა მხარეს დაეგზავნა გადაწყვეტილების მისაღებად. ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 9 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექსტი საბოლოოა და „ახლა არის ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა Brent ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლისთვის

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა 2022 წელს Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი – 104,05 დოლარიდან 104,78 დოლარამდე/ბარელზე, სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) მოხსენებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტო ასევე ვარაუდობს, რომ Brent მარკის ნავთობის ფასი 2023 წელს შემცირდება 95,1 დოლარამდე/ბარელზე. გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2022 წელს აშშ-ში ნავთობის დღიური მოპოვების პროგნოზი 50 ათასი ბარელით 11,86 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-დან ...

Read More »

საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

ხანძრის გამო უკვე გაანადგურა 16 სახლი, დაიწვა 6 000 ჰექტარი და 6 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. კიდევ ერთი ხანძარი მეინ და ლუარის ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც 650 ჰექტარი უკვე დაიწვა და კიდევ 500 საფრთხის ქვეშაა. ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძრები ივლისის თვეშიც მძვინვარებდა. მანამდე გაჩენილმა ორმა ხანძარმა 20 000 ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა და თითქმის 40 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

Read More »

პოლონეთში ატომური ელეტროსადგურის მშენებლობის მომხრეთა რიცხვი 64%-მდე გაიზარდა

ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონელებსი მატულობს იმ პირა რიცხვი, რომლების ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობის ტემპის გაზრდას ემხრობა. ARC Rynek i Opinia-ს თქმით, პოლონელთა 64% თვლის, რომ ასეთი სამუშაოები გაბედულად უნდა დაჩქარდეს და მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს. ARC Rynek i Opinia აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2006 ...

Read More »

IAEA: რადიაციის დონე ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ნორმაშია

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში რუსული ნავთობის მიწოდება განახლდება

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, რიჩარდ სულიკის განცხადებით, ტრანზიტის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების შემდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში “დრუჟბის” ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება უახლოეს მომავალში განახლდება. რუსულმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ “დრუჟბას” ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით ნავთობის მიწოდება შეაჩერა, რომლის მეშვეობითაც ნავთობი უკრაინის გავლით მიეწოდება ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთსა და უნგრეთს. კომპანიის მტკიცებით, ევროკავშირის სანქციების გამო ტრანზიტის საფასურის გადახდა არ შეეძლო. სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ქვანახშირს აწვდის

უკრაინაში ქვანახშირის პირველი 39 ვაგონი ჩავიდა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა. “დღეს G კლასის ავსტრალიური ქვანახშირით პირველი 39 ვაგონი გადმოიტვირთება. სულ უკრაინას 79000 ტონა ქვანახშირი უნდა მიეწოდოს, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში. ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნახშირის პირველი პარტია “Центрэнерго”-ს ერთ-ერთ საწარმოს გადაეცა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ...

Read More »