აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა 2022 წელს Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი – 104,05 დოლარიდან 104,78 დოლარამდე/ბარელზე, სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) მოხსენებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
სააგენტო ასევე ვარაუდობს, რომ Brent მარკის ნავთობის ფასი 2023 წელს შემცირდება 95,1 დოლარამდე/ბარელზე.
გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2022 წელს აშშ-ში ნავთობის დღიური მოპოვების პროგნოზი 50 ათასი ბარელით 11,86 მილიონ ბარელამდე/დღეში.
აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის პროგნოზი გაზრდილია წინა შეფასებასთან შედარებით 2,8%-ით 0,32 მილიარდ კუბურ მეტრამდე დღეში, რაც 14%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.