Author Archives: admin

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

რომან გოცირიძე: “ნამახვანი ჰესის” შეჩერებული მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს, სულ მცირე 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთს

გოცირიძე თავის Facebook გვერდზე პოსტს ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ: “ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, შენდება ქარხანა, რომელიც მაღალტექნოლოგიური წარმოებისათვის საჭირო მინერალების გადამუშავებას ითვალისწინებს. აღმოჩნდა, რომ ამ ქარხნის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის უკან იმალება ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლები და ბოტები. მთავარი თემა ეკოლოგიაა. მსგავსი ტექნოლოგიების წარმოებაში დღეს ჩინეთი დომინირებს, ამიტომ აღნიშნული კამპანია კონკურენტის ჩაძირვას ემსახურება. გავიხსენოთ, როგორი კამპანია წარმოებდა ანაკლიის პორტის ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს გაზის მიწოდება 6500-მდე აბონენტს შეუწყდება

ქსელის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორშაბათს, 29 აგვისტოს 13:00 სააათამდე გაზის მიწოდება 6500- მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. „გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძე – უნივერსიტეტის ქ. 17ა (უნივერსიტეტის ქუჩაზე – შპს „დეკო მაღლივთან”), უნივერსიტეტის ქ. 19 (ნაფეტვრების მიმდ. ნაკვ. 4 და 5), უნივერსიტეტის ქ. 24-ში (იგივე უნივერსიტეტის ქ. 5) მდებარე შპს ,,ჩემი სახლის”, უნივერსიტეტის ქ. 48-ში მდებარე ი.ბ.ა ,,თიბიონის”, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), შავიშვილის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის, ზურაბ ანჯაფარიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, ასმათის, დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების ...

Read More »

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. შავნაბადაზე რამდენიმე ფერდი იწვის. შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი გაკვამლიანება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია თურქული თვითმფრინავიც, რომელსაც 8-ტონიანი წლის ავზი აქვს. შავნაბადაზე ცეცხლი ფიჭვის ხეებს უკიდია. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ

ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა. „აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, – განაცხადა კარაბაევმა. მისივე თქმით, ...

Read More »

შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

ისრაელის პრემიერი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს „რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“ დამატებით 100 მილიარდ დოლარს მისცემს. „ამჟამინდელი ფორმით შეთანხმება ცუდია. ირანს წელიწადში 100 მლრდ დოლარს მისცემს, რასაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის და მსოფლიოში ტერორის დანერგვისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა ლაპიდმა. „ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, – ამბობს ...

Read More »

აზერბაიჯანი ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთს ზრდის

აზერბაიჯანში AI-92 ბენზინზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში „ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთების დონის შეცვლისა და ქვეყნის მასშტაბით მათი ტრანსპორტირების ღირებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ“. დადგენილების მიხედვით, ბენზინზე AI-92 აქციზის განაკვეთი 42-დან 42,5 პროცენტამდე გაიზარდა, დიზელის საწვავზე – 18-დან 18,3 პროცენტამდე. წყარო: bfm.ge

Read More »

კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინაგადასცეს. მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა. „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ...

Read More »