ისრაელის პრემიერი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს „რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“ დამატებით 100 მილიარდ დოლარს მისცემს.

„ამჟამინდელი ფორმით შეთანხმება ცუდია. ირანს წელიწადში 100 მლრდ დოლარს მისცემს, რასაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის და მსოფლიოში ტერორის დანერგვისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა ლაპიდმა.

„ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, – ამბობს ისრაელის ლიდერი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი 25 აგვისტოს ვაშინგტონს ეწვევა.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა ბირთვული შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვერსია წარადგინა, რომელიც განსახილველად აშშ-ს და ირანის დელეგაციებს გადასცეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა უკან წაიღო ზოგიერთი პირობა, რომელსაც ხელშეკრულების აღდგენის ნაწილად მოითხოვდა.

თეირანი ვაშინგტონისგან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტების სიიდან ამოღებას ითხოვდა.

Leave a Reply